თბილისი:
მანჩესტერი:
5-10-2015, 07:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2608,
კომენტარები: 12
ჯეიმსი: "დე ხეას რომერო სჯობს"
დევიდ ჯეიმსი ვან გაალის გადაწყვეტილებას იწუნებს.
ჯეიმსი:
ინგლისის ნაკრების ყოფილ მეკარე დევიდ ჯეიმსს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" კარი დავიდ დე ხეას ნაცვლად სერხიო რომერომ უნდა დაიცვას.

რომერომ სეზონი პირველი მეკარის რანგში დაიწყო, მაგრამ ადგილი დაკარგა, როცა დე ხეას გადასვლა მადრიდის "რეალში" არ შედგა.

ორივე მეკარის ანგარიშზე ჩატარებული 6 სასტარტო შეხვედრაა ამ სეზონში, არგენტინელს კი 4 "მშრალი" მატჩი აქვს და მხოლოდ 2 გოლი მიღებული.

ჯეიმსი: "დე ხეას რომერო სჯობს"


დე ხეამ მხოლოდ 2 "მშრალი" მატჩი ჩაატარა და 6 გოლი მიიღო, რის გამოც ჯეიმსს სჯერა, რომ ფაქტი თავად ამტკიცებს, თუ რა არის "იუნაიტედისთვის" უკეთესი.

"როცა დე ხეა თამაშობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" მართლაც ცოტა გოლს უშვებს.

რომერომ სეზონი სამი "მშრალი" მატჩით დაიწყო. ხალხი იკითხავდა, რატომ არ თამაშობდა დე ხეა, შემდეგ დაბრუნდა და მხოლოდ ერთი "მშრალი" მატჩი ჰქონდა.

ვფიქრობ, ფანტასტიკურ სეივებს აკეთებს, კარგი ათლეტია. მაგრამ იმასაც ვფიქრობ, რომ მეკარეობის ფართო გაგებით, ის ვერ ეხმარება გუნდს ისე, როგორც ამის გაკეთება სერხიო რომეროს შეუძლია.

საინტერესოა, თვითონ არ გადავიდა მადრიდის "რეალში" თუ მადრიდის "რეალმა" არ ინდომა მისი შეძენა? ნავასი დგას კარში, რომელსაც საოცარი სეზონი აქვს".


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: mamuka 4
6 ოქტომბერი 2015 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
შენ გგავს რომერო შენსავით კვერციხია
0
№12
ავტორი: red devil
7 ოქტომბერი 2015 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
გაიღადავა ალბათ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top