თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2015, 21:15
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2853,
კომენტარები: 20
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გვეგონა
გასული მატჩების ანალიზი იმის გასარკვევად, შეუძლია თუ არა მარსიალს "იუნაიტედის" წარმატების გასაღები გახდეს
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გვეგონა
„იუნაიტედმა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე უზარმაზარი თანხის გადახდის სანაცვლოდ გაიფორმა ანტონი მარსიალი. თანხის რაოდენობა საფეხბურთო სამყაროს გადაჭარბებულად მიაჩნდა, მან კი ხუთ მატჩში ოთხი გოლით პირველივე თვეში დაამტკიცა, რომ მისი ღირებულება გადაჭარბებული არ არის.
„ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. ძალიან კმაყოფილი ვარ“ - თქვა ლუი ვან გაალმა „სანდერლენდთან“ მატჩის შემდეგ, სადაც ანტონიმ რუნის გაატანინა.

შეუძლია კი ფრანგ ახალგაზრდას მიმდინარე სეზონში „იუნაიტედის“ წარმატების გასაღები გახდეს? ცხადია, ხუთი მატჩის ანალიზი მცირეა გრძელვადიანი და დამაჯერებელი პროგნოზის გასაკეთებლად, თუმცა საკმარისია იმის გასარკვევად, თუ რა შეუძლია ანტონის ამა თუ იმ ასპექტში.

გოლები

მარსიალის სტარტით კმაყოფილმა ლუი ვან გაალმა დამაჯერებლად შეადარა ის პატრიტ კლუივერტს, რომელმაც ჩემპიონტა ლიგის ფინალში 18 წლის ასაკში გაიტანა გოლი: „რა თქმა უნდა, შეგვიძლია მარსიალის კლუივერტთან შედარება, ამის გაკეთება შეგვიძლია, რადგან კლუივერტიც ფანტასტიკური მოთამაშე იყო, ათლეტური აღნაგობით, ისიც თავიდანვე იტანდა გოლებს“.
მარსიალს 21 წუთი დასჭირდა პირველი გოლის გასატანად, თანაც, „ლივერპულთან“. მან ვერ გამოიყენა შანსი გამხდარიყო „იუნაიტედის“ პირველი ფეხბურთელი 43 წელიწადის განმავლობაში, რომელმაც ზედიზედ გაიტანა სეზონის პირველ სამ მატჩში გოლი. მას ამჯერად ყველა ჩემპიონატში ერთად 315 წუთში ოთხი გოლი აქვს, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ 90 წუთში გააქვს გოლი.

ასისტები

როგორც ჩანს, გატანასთან ერთად, მას საგოლე მომენტების შექმნაც შესძლებია. „სანდერლენდთან“ საჯარიმოში მან ჯერ ერთი მცველი დაჯაბნა ფიზიკურად, მეორე კი ტექნიკურად მოატყუა და კაპიტანს გაატანინა. ამავე შეხვედრაში გაიყვანა მემფის დეპაი პირისპირ მეკარესთან. გულშემატკივრისთვის სასიამოვნო საყურებელია, როგორ თამამად და უშეცდომოდ ინარჩუნებს ბურთს მარსიალი მეტოქის საჯარიმოში. ანტონიმ უფრო მეტი მომენტი შექმნა „სანდერლენდთან“ მატჩში, ვიდრე მისმა ნებისმიერმა მეტოქემ.

მხოლოდ ხუან მატამ შექმნა იმდენი საგოლე მომენტი „იუნაიტედისთვის“ მთელი სეზონის განამვლობაში, რამდენიც მარსიალმა „სანდერლენდთან“ მეორე ტაიმში.
„ის ერთ-ერთი მიზეზია მოპოვებული სამი ქულისა. მას საგოლე მომენტების შექმნაც შეუძლია“ - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა „შავი კატების“ დამარცხების შემდეგ.


ფიზიკური სიძლიერე

მარსიალს გოლები რომც არ გაეტანა და ასისტი არ გაეკეთებინა, ის შთაბეჭდილებას მაინც მოახდენდა. „ანტონი მხოლოდ გოლების გამტანი არ არის, ის შეტევის ეფექტურობაში დიდ როლს თამაშობს“ - თქვა ვან გაალმა. მართლაც, მარსიალმა გასულ შეხვედრაში თითქმის ყველა ბრძოლა მოიგო. რუნის გოლის დროს, ფაბიო ბორინის შეჯახების მომენტში კარგად გამოჩნდა მისი ფიზიკური სიძლიერე. არ დაგვავიწყდეს დე ხეას ფიზიკური აღნაგობა „იუნაიტედში“ გადმოსვლის დღეს, იანუზაის სისუსტე პირველ სეზონში. მარსიალი 19 წლისაა და მისი ეს მაჩვენებელი ინგლისში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბევრად გაუმჯობესდება.

მოძრაობები

მიუხედავად იმისა, რომ მარსიალი ცენტრ ფორვადია, ფლანგებზე მისი აქტიურობა დიდ როლს თამაშობს გუნდის წარმატებაში. გასულ მატჩებში კარგად გამოჩნდა, რომ მისი მოძრაობები ერთ-ერთი გამორჩეული პლუსია ამ მოთამაშეში. მარსიალი ცდილობს ბურთის მიღებისთანავე წამოიწყოს დრიბლინგი, გარბენა, ეხერხება ერთი შეხებით პასის გაკეთება. ანტონის ჭკვიანი ფეხბურთელი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც არა განსაკუთრებული ფინტებით, არამედ საკუთარი მოძრაობებით ატყუებს მეტოქეს. ეს კი ფოტო, სადაც ჩანს მარსიალის ბურთზე შეხების წერტილები.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გვეგონა


სიმშვიდე

მარსიალმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გოლი გაიტანა, როცა რუნის და მემფისმა ჯამში 26-ჯერ დაარტყეს კარში და ორჯერ გაიტანეს. თინეიჯერი ბრწყინვალე შემსრულებელია, მისი სიმშვიდე და სიზუსტე გოლის გატანის მომენტში საოცარია.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ მოედანზე ის ასეთი მშვიდი იქნებოდა. თუ შევხედავთ მის საგოლე სტატისტიკას „იუნაიტედში“ გადმოსვლამდე, ვერ ვიფიქრებთ, რომ ის ასეთი დონის შემსრულებელია. ვუყურებ მას და ვფიქრობ, თითქოს წინასწარ იცოდა რომ ასე მოხდებოდა და სიტუაციას სრულად აკონტროლებს“ - განაცხადა გარი ნევილმა.
„ლიონში“ და „მონაკოში“ ერთად, ჯამში, მარსიალმა 72 მატჩიდან 15 გოლი გაიტანა - აქედან უმეტესობა ცვლილებაზე შესულმა ან ვინგერად მოთამაშემ.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გვეგონა


დამოკიდებულება

მარსიალი „იუნაიტედმა“ ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი გახადა. ვან გაალისგან ვიგებთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ანტონის საკუთარ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გვეგონა


„პიროვნულად ის გახსნილი ბიჭია, ვარჯიშებზე ანტონი ისმენს ყველაფერს, უყურებს, აკვირდება, კონცენტრაციას ახდენს. მწვრთნელისთვის, ასეთ მოთამაშესთან მუშაობა სასიამოვნოა.“ კარიერის მანძილზე ვან გაალის გამორჩეული ყურადღება ბევრმა ახალგაზრდამ მოიპოვა და როგორც ჩანს, მარსიალიც ერთ-ერთი მათგანია.

წყარო: skysports.com
სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 01:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
skysports-მა დამირეკა, სამსახურს გთავაზობენ good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: Wardell
29 სექტემბერი 2015 01:30
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ჰმმ დავფიქრდები, ავწონ-დავწონი ყველაფერს და გავაგებინებ პასუხს.

ეს ეხლა თავს კი არ ვიფასებ უბრალოდ პირდაპირ დათანხმება ცოტა ნიტოა რა wink wink ისე კარაგერზე კაი ექსპერტი როგორ ვერ ვიქნები :/ რაებს იძახის ხოლმე.
0
№13
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 01:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
მე რომ შენი აგენტი ვიყო, გარიგებიდან რამდენი მერგება? love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Wardell
29 სექტემბერი 2015 01:46
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,

ხელფასის 20% wink ბონუსებით
0
№15
ავტორი: RojoDiablo
29 სექტემბერი 2015 01:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
ჩემი ბედი რომ ვიცი, სქაისპორტი 100 ლარს გადაგიხდის 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: Wardell
29 სექტემბერი 2015 01:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
100 ლარისთვის სქაისპორტში წავალ? :/ საათში 100 ლარი კიბატონი :)
0
№17
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2015 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს და დეპაი მშვენიერი დუეტი იქნება თან ორივე მომავლის ფეხბურთელია თუ რა თქმა უნდა მათი ოცნება რეალში თამაში არააა
0
№18
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2015 09:27
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო სტატიაა,ყოჩაღ ჯუბო feel გადმოსვლამდე არაფერი ვიცოდი ამ ახალგაზრდაზე და რასაც აქ თამაშობს, მასში გადახდილ თანხას ამართლებს მართლა. დებიუტიდანვე ისე თამაშობს, აჩუმებს ყველა კრიტიკოსს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№19
ავტორი: chudikone
29 სექტემბერი 2015 09:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დროთა განმავლობაში უფრო შეთამაშდება მემფისთან და დეპაისთან და მერე მართლა ძალიან სახიფათო შეტევა გვეყოლება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№20
ავტორი: AkkRed
29 სექტემბერი 2015 11:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მგონი პირველი წრის ბოლოს გამოჟღავნდება მისი კარგი და ცუდი მხარეები და მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება ვინ არის და რა შეუძლია, ახლა რაც ითამაშა იმის მიხედვიდ მასში გადახდილ თანხას ამართლებს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top