თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2015, 12:55
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 15
ვან გაალი: "გუნდში უკეთესი ბალანსია"
ლუი ვან გაალი გუნდში არსებული შემადგენლობით კმაყოფილია.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელ ვან გაალს მიაჩნია, რომ კლუბში გატარებული ერთი წლის შემდეგ შემადგენლობის დაბალანსება მოახერხა.

შაბათს "სანდერლენდის" განადგურების შედეგად "წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდნენ. ჰოლანდიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევითი არ არის.

"კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ შეიძლება ისევე მოვიგოთ, როგორც წავაგოთ. იღბალი გჭირდება, მაგრამ გუნდის ბალანსი უკეთესია წელს, ვიდრე შარშან იყო. ამის წყალობით ჩვენი მატჩები უნდა მოვიგოთ. ოქტომბრამდე დროს არ ვითხოვ - ყოველ კვირაში მოვუმატებთ. ყოველკვირა არ ვაკვირდები ამას, მაგრამ საერთო ჯამში ვხედავ, რომ როგორც გუნდი, უკეთესი გავხდით და გაუმჯობესდა მოთამაშეთა ნაკრებიც.

ახლა უფრო აქტიურად ვიყენებ როტაციას, რადგან შემიძლია. ჩემი აზრით, გასულ სეზონში ბალანსი არ გვქონდა. 20 თუ 25 მოთამაშე გავუშვი. ასე რომ, ეს ახალი გუნდია.

ასევე გჭირდება იღბალი. ძალზედ მნიშვნელოვანია გატანა. მაგალითად, "სანდერლენდს" პირველი ტაიმის მიწურულს გავუტანეთ, ამიტომ მეორე ტაიმში ჩემი გეგმები შეიცვალა. ეს ყველაფერს ცვლის. ფეხბურთელებსაც კი სხვანაირად ველაპარაკები.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შანსების გამოყენება. დააკვირდით "სუონსის" წინააღმდეგ თამაშს. მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით გარდა 5 წუთისა, რომელშიც დავთმეთ კიდეც შეხვედრა",
- ციტირებს ვან გაალს The Guardian.
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: GGMU1
28 სექტემბერი 2015 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ეს დაბალანსებას რას ეძახის ძაან მაინტერესებს.ელემენტარულად მარცხენა მცველი არ გვყავს ნორმალური შოუს არ ყოფნაში.დაცვის ცენტრში უნდა ვინმე ტოპ კლასის გვეყიდა და ეხლა ძაან კაი "პონტში" ვიქნებოდით.მოეყვანა ოტამენდი.ჯერ იყო ოტამენდი სიტიმ აგვახია,მართალია დე ბრუინი არ გვჭურდებოდა მარა ეგეც სიტიმ აგვახია და რავი რა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ,,We -Will Never Die''
№12
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2015 16:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
bziki,

ჰო და ეგაა პრობლემა, რომ უბრალოდ შემცვლელი გყვავს და არა დაბალანსირებული. აი წარმოიდგინე სმოლინგი რომ დაიმტვრეს დაცვის ლიდერი ვინ იქნება?
0
№13
ავტორი: bziki
28 სექტემბერი 2015 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
AkkRed
ეგ ნებისმიერ გუნდში ეგრეა ორი ლიდერი ერთ პოზიციაზე იშვიათობაა,
არ ვამბობ რო ცენტრალური დაცვა იდეალურია, მაგრამ უნივერსალურობის ნაკლს ვერ ვხვდეაბი,
0
№14
ავტორი: AkkRed
28 სექტემბერი 2015 16:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
bziki,

უნივერსალურობაზე არ მაქ პრობლემა მე, გუნდში ფაქტიურად არ გყვავს ორი ძირითადი კარგი მცველი. გუნდში რომელშიც 4 ნომინალური ცენტ, მცველიდან მხოლოდ ერთი ვარგა მანდ რომელ ბალანსზეა საუბარი
0
№15
ავტორი: chagela13
28 სექტემბერი 2015 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
უფრო უკეთესი იქნება ზამთრის ტრანსფერზე გიგგზს უფრო თუ დაუჯერებ, ყველაზე მაგრი ტრანსფერი გაჩარხა მთელს პლ-ში მარტილის სახით.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top