თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2013, 18:40
ავტორი: love united,
ნანახია: 1884,
კომენტარები: 11
ფერგიუსონი:”დაცვაში უკეთ თამაში გვმართებს”
სერ ალექსი:”დაცვაში თამაში უნდა გამოვასწოროთ”...
ფერგიუსონი:”დაცვაში უკეთ თამაში გვმართებს”
სერ ალექსმა განაცხადა, რომ მანჩესტერს ჰყავს ყველაზე ბევრი და საუკეთესო გულშემატკივარი, რაც ძალიან ეხმარება კლუბს ახალი მწვერვალების დაპყრობაში.ამ სეზონში ”იუნაიტედი” თამაშობს ძალიან სანახაობრივ თამაშებს.იმისდა მიუხედავად, რომ ეს შეიძლება ცუდი ფაქტორი გამოდგეს სერ ალექსის გულისთვის, მისი აზრით ესეთი თამაშები მოსწონთ გულშემატკივრებს.

”ჩვენ ვიგებთ მატჩებს, რაც ფანებს ძალიან მოსწონთ.ვფიქრობ, მთელი მსოფლიო სიამოვნებით იხილავდა მატჩს, სადაც საბოლოო შედეგი 4-3 დაფიქსირდებოდა.ჩვენ გვიხდება ასეთი სანახაობრივი თამაშების ჩატარება, რადგან ბევრ გოლს ვუშვებთ.მე ვწუხვარ ამის გამო.მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი თამაშების მოგება.ასეთი ისტორია აქვს ჩვენ კლუბს.”-განუცხადა სერ ალექსმა The Sun-ს.

”მე არ ვფიქრობ, რომ ამ სეზონს რაიმე კავშირი აქვს წინასთან.სიმართლე რომ ვთქვათ, ”ნიუკასლთან” მატჩი იყო საუკეთესო მაგალითი თავდამსხმაში თამაშისა.ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე თამაში, რომლებშიც მონაწილეობას ექვსი, შვიდი მოთამაშე იღებდა.ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ყოველთვის უტევს.წელს ჩვენ ბევრი გოლი გაგვაქვს ანუ გავაუმჯობესეთ მომენტების რეალიზება.”

”ამ სეზონში უკვე გავუშვით 28 გოლი.მახსოვს, როდესაც პიტერ შმეიხელი გვყავდა ერთ მთლიან სეზონში გავუშვით 28 გოლი.თუ ჩვენ დავალაგებთ დაცვაში თამაშსს უფრო გაგვეზრდება ჩემპიონატების მოგების შანსები.ასევე გვაწუხებდა ტრავმები.ამ დროისთვის ჩვენ გვყავს 26-მდე ფეხბურთელი მწყობრში.მალე რუნიც დაბრუნდება და საბედნიეროთ ძლიერი კლუბი შეიკვრება.დღეს ”უიგანთან” მატჩი ძალიან ძნელი იქნება.მათ კარგად ითამაშეს წინა ტურში და ადვილად მოიგეს.მათთან გასვლაზე მატჩის გამართვა ძალიან რთულია.


წყარო:http://redevils.ru
---
11 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
2 იანვარი 2013 16:09
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ნამდვილად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top