"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის აგენტმა არსენ ვენგერი გააკრიტიკა, რომელიც ფრანგში ვინგერს ხედავდა.
19 წლის ფორვარდის გადასვლამ "იუნაიტედში", რომელშიც 36 მლნ. ფუნტი და დამატებით ბონუსები იქნა გაღებული, ხალხში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ტრანსფერზე კომენტარის გაკეთებისას კი, "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი თანამემამულე უფრო ვინგერია, ვიდრე თავდამსხმელი.
მარსიალმა უკვე მოახერხა თავისი ნიჭი დაემტკიცებინა და 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა, რამაც ფეხბურთელის აგენტს ალაპარაკების საშუალება მისცა.
"ენტონი - თანამედროვე ფეხბურთისთვის ჭეშმარიტი ცენტრალური თავდამსხმელია, მაგრამ ფლანგზეც შეუძლია გადაწევა. გაოცებული ვარ არსენ ვენგერის ანალიტიკით, რომელიც მარსიალს ჯერ კიდევ პატარაობიდან აკვირდებოდა.
თუ ასეთი დასკვნები მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ენტონის არ შეძენის გადაწყვეტილება გაამართლოს, მაშინ გასაგებია რატომ უწოდებს მას ვინგერს.
მაგრამ ფეხბურთში არსებობენ ისინი, ვინც მოთამაშეებს აკვირდებიან და ისინი, ვინც მათ ყიდულობენ". - განაცხადა აგენტმა ფილიპ ლამბოლემ.