პატო ადასტურებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე "იუნაიტედის" შეთავაზება მიიღო. 26 წლის ფეხბურთელს ინგლისურმა კლუბმა კარგი პირობები შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. "მილანის" ყოფილი თავდამსხმელი ამბობს, რომ "სან პაულუში" ბედნიერია.
"სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი საათით ადრე "იუნაიტედის" კარგი შეთავაზება მივიღე. ამას ისედაც ველოდი, მაგრამ ჩემი მიზანი ახლა აქ დარჩენაა. ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ და სავარაუდოდ "სან პაულუში" დავრჩები" - განაცხადა პატომ.
"სან პაულუში" პატო ამჟამად იჯარით იმყოფება, კონტრაქტით ის "კორინთიასს" ეკუთვნის.