რობერტ ლევანდოვსკი მანჩესტერში გადასვლაზე არ ფიქრობს, რადგან იქ მუდამ წვიმს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლევანდოვსკის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ პრემიერ ლიგას, მაგრამ გასული წლის ზაფხულს პოლონელი მიუნხენის "ბაიერნში" აღმოჩნდა.
ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩში "ვოლფსბურგთან" ნაჩვენები თამაშის შემდეგ, რომელშიც ლევანდოვსკიმ 9 წუთში ხუთი გოლის გატანა მოახერხა, ევროპული გრანდების ყურადღება კვლავ არის მისკენ მიპყრობილი.
თუმცა მანჩესტერის ვარიანტი მოთამაშის სიაში წამყვან ადგილს არ იკავებს.
"რობერტის მომავალთან დაკავშირებით გონებაში გეგმა მაქვს. მანჩესტერი? იქ მუდამ წვიმს. მიუნხენში ცხოვრება გაცილებით უკეთესია, მშვენიერი ქალაქია.
ბარსელონა ან მადრიდი? ნუ, ეს კარგი ადგილია. ჩემი აზრით, ესპანეთში უკეთესი საფეხბურთო ატმოსფეროა" - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ცეზარი კუხარსკიმ.