თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2013, 09:33
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 1977,
კომენტარები: 12
გიგზი თანაგუნდელებს აფრთხილებს...
ადვილი არ იქნება "უიგანში" გასეირნება...
გიგზი თანაგუნდელებს აფრთხილებს...
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანი ფეხბურთელი, რაიან გიგზი აფრთხილებს თანაგუნდელებს, რომ "უიგანი" თამაში ძალიან რთულია და თან იმ მონაკვეთში, როდესაც ეგრეთ წოდებული "Boxing Day" მიმდინარეობს.
თუ "იუნაიტედი" მოიგებს თამაშს "უიგანის" წინააღმდეგ, მათი 7 ქულიანი ლიდერობა გამყარდება.
თუმცა ვეტერანი უელსელი ფიქრობს, რომ გამარჯვება ძნელი მისაღწევი იქნება და არავინ არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ სამუშაო უკვე შესრულებულია.
"ჩვენ ძალიან ბევრი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და აუცილებელია ქულათა მაქსიმუმი დავაგროვოთ, რადგან განვლილი გზა მხოლოდ ნახევარია, იმისა თუ რა ქულებიც სეზონის ბოლოს გვჭირდება. კარგ პოზიციაში ვართ, 7 ქულით ვლიდერობთ და აუცილებელია ესე გავაგრძელოთ" - განაცხადა რაიან გიგზმა.
"როგორც მენეჯერებიდან, ასევე გამოცდილი ფეხბურთელებიდან ჩვენ ვიცით, რომ საახალწლო პერიოდი არის წამგებიანი გუნდებისთვის და არა სასურველი, რადგან გულშემატკივრები არ იწუხებენ თავს და არ ესწრებიან დაბალი დონის თამაშებს, თუმცა მოვუწოდებ ყველას, რომ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და გელით "უიგანის" სტადიონზე." - რაიან გიგზი.
"უიგანი" გასავარდ ზონაში იყო, თუმცა მათ ბოლო მატჩში 0-3 დაამარცხეს "ასტონ ვილა" და ისინი, როგორც ჩანს ძალიან კარგ განწყობაზე იქნებიან "წითლებთან" თამაშისას.
და ბოლოს, "თუ გუნდი კარგ ფორმაშია მაშინ ძნელია დაამარცხოს ის საკუთარ კედლებში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს შენს წინააღმდეგ" - დაასრულა გიგზმა.

წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
1 იანვარი 2013 20:41
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძალიან რთულიგამოდის ძალიან =D
0
№12
ავტორი: Tsuki
2 იანვარი 2013 13:25
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
:D 0 - 4 მოვიგეთ :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top