თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2015, 21:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 13
ვან გაალი მარსიალს აქებს
ვან გაალი მატჩის შემდგომ ახალგაზრდა ფრანგის შესახებ საუბრობს.
ვან გაალი მარსიალს აქებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა "საუთჰემპტონთან" მატჩში მოპოვებულ გამარჯვებაში თავისი კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ენტონი მარსიალის წვლილი გამოყო.

გასულ კვირაში "ლივერპულის" კარის დალაშქრვის შემდეგ 19 წლის ფორვარდმა კვირას "წმინდანთა" წინააღმდეგ მოახერხა ორი გოლის გატანა, რითაც მაკედასა და საას შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ პირველ ორ მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა.

"პსვ-სთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს გამარჯვების მოპოვება. ჩემს მოთამაშეებს უამრავი კომპლიმენტი უნდა ვუთხრა.

ენტონი მარსიალი უკვე არის განსაკუთრებული ფეხბურთელი, რადგან მასში დიდი თანხა გადავიხადეთ. მრავალი ადამიანი მას დიდ ვარსკვლავად მიიჩნევს, მაგრამ ის მხოლოდ 19 წლის ბიჭია. სამ მატჩში ბევრი რამ აჩვენა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ არც ჩვენ და არც მან არ უნდა ავყვეთ ემოციებს",
- განაცხადა ვან გაალმა "სენტ მერიზე" გამართული მატჩის შემდეგ.
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 სექტემბერი 2015 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მარსიალს ესეთი კარგი დებიუტი გამოუვიდოდა მანჩესტერში. ძალიან კარგი მოძრაობები აქვს და გოლის გატანასაც მშვენივრად ახერხებს. იმედია დიდი ხანი დარჩება ჩვენთან და რაღაც "ოცნებები" არ შეაწუხებს areyoukiddingme
0
№12
ავტორი: Mufc7
21 სექტემბერი 2015 22:42
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Wardell,
wink ნუ, შენ თავისთავად გიგულისხმეე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: red devil
22 სექტემბერი 2015 10:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კარგად დაიეყო და იმედია ეგრე გააგრძელებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top