პსვ-ს მცველმა ჰექტორ მორენომ "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკ შოუ საავადმყოფოში მოინახულა, ვიზიტი "ფილიპს არენაზე" გამართული შეხვედრიდან სამ დღეში შედგა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში ახალგაზრდა ინგლისელს სწორედ მექსიკელ ფეხბურთელთან დაპირისპირებისას დაუშავდა ფეხი და მას ოპერაცია წმინდა ანას სახელობის ჰოსპიტალში ჩაუტარეს, სადაც მორენოსთან ერთად პარასკევს ეინდჰოვენელთა მთავარი მწვრთნელი ფილიპ კოკუც მივიდა.
კოკუმ ჟურნალისტებს განუცხადა: "ჰექტორი მართლაც შეშფოთებულია იმით, რომ მისი ოპონენტი ასე დაშავდა.
პირველ ყოვლისა, ვიკითხეთ, სურდა თუ არა შოუს ჩვენი ნახვა, რისი წინააღმდეგიც არ ყოფილა. ჩვენ მას დახმარება შევთავაზეთ, რომელსაც პსვ გამოიჩენს, რათა მისი გამოჯანმრთელება წარმატებით დასრულდეს".
ფეხის მოტეხილობა მორენოსაც აქვს გადატანილი, ამიტომ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ეს.
"ამან გავლენა მოახდინა მასზე, ამან გავლენა მოახდინა სხვებზე და ამან გავლენა მოახდინა ჩემზე" - აგრძელებს კოკუ.
მორენო: "პირველ ყოვლისა, მინდა მხარდაჭერა გამოვხატო ლუკ შოუს მიმართ. მანამდე მეც მაქვს ეს გამოცდილი და ვიცი რას ნიშნავს. ასე რომ, სწრაფი გამოჯანმრთელების იმედად ვარ 1/2"
"შენთვის და კვლავ გნახავ საფეხბურთო მოედანზე 2/2"
საავადმყოფოს დატოვების წინ ნაოპერაციევმა შოუმ შეტყობინება დატოვა: "უბრალოდ მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო სტ. ანას საავადმყოფოში მომუშავე ყველა ადამიანს ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეში ჩემდამი გამოიჩინეს".
"რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება! მოხარული ვარ დღეს მანჩესტერში დაბრუნებით, ასე რომ, საფეხბურთო მოედანზე დაბრუნების გზას ვადგავარ".