მემფის დეპაი 12 წლის ასაკიან "პსვ ეინდჰოვენის" აკადემიაში ირიცხებოდა და გასულ სეზონამდე სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა, სანამ "იუნაიტედში" გადაბარგდებოდა. დღეს ღამით მემფისი თავისი ბავშვობის კლუბს დაუპირისპირდება და ყველანაირი პატივისცემის მიუხედავად, იგი აცხადებს რომ გოლის გატანის შემთხვევაში იგი აუცილებლად აღნიშნავს.
"უამრავ ადამიანს უჩნდება ეს კითხვა." - აცხადებს მემფისი. "ეს ჩემთვის თამაშია და თუ გავიტან - აღვნიშნავ. მე პატივს ვცემ "პსვ"-ს, მაგრამ ახლა "იუნაიტედის" ღირსებას ვიცავ. დიახ, მე 10 წლის განმავლობაში სწორედ ამ კლუბის ფეხბურთელი ვიყავი. საინტერესო შეგრძნება იქნება ჩემი ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში. მოუთმენლად ველი ამ მატჩს, იმედი მაქვს სამუშაოს თავს კარგად გავართმევ." - დაასრულა ჰოლადნიელმა შემტევმა.