თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2015, 14:50
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2739,
კომენტარები: 11
ერერა: "აქამდე პენალტი არასდროს დამირტყავს"
ანდერ ერერამ "ლივერპულთან" გატანილ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა.
ერერა:
ანდერ ერერამ აღიარა, რომ "ლივერპულთან" გამართულ შეხვედრაში რეალიზებული პენალტი პირველი იყო მის კარიერაში.

ესპანელმა თავად მოიპოვა თერთმეტმეტრიანი, მას შემდეგც რაც "ლივერპულის" საჯარიმოში ჯო გომეზმა უხეში ვარდნა განახორციელა. ანდერმა გაახვია ბურთი მინოლეს კარის ბადეში.

როდესაც ჰკითხეს დაურტყავს თუ არა პენალტი, ანდერმა უპასუხა: "არასდროს! თუმცა წინა სეზონში მწვრთნელმა თვითდაჯერება შემმატა. მან მითხრა, რომ პენალტის შესრულება კარგად გამომდის და მეც ყოველ კვირა ვვარჯიშობდი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმებში. დღეს, როდესაც პენალტი გამოვიმუშავე ვიფიქრე, რომ ჩვენი მთავარი შემსრულებელი არ თამაშობდა, მეორე კი მე ვარ, ამიტომ მოხარული ვიყავი დარტყმის განხორციელება მე, რომ მომიწია. თუმცა, შემდეგში, თუ უეინი იქნება მოედანზე ის შეასრლებს პენალტს."

"ვცადე, რაც შეიძლება ძლიერად დამერტყა, რადგან მინოლე კარგი მეკარეა, მაღალია და მოქნილი. ვეცადე, რომ მაქსიმალურად გამერთულებინა მისთვის საქმე და მშვენიერი გოლიც გამოვიდა, მაგრამ რაც მთავარია ჩვენ გავიმარჯვეთ."

"ეს არ არის მორიგი გამაჯვება. განსაკუთრებული დღეა ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის. როდესაც კლუბსი მოვედი, მივხვდი თუ რამდენს ნიშნავდა ამდაგვარი მატჩები ჩვენი ფანებისთვის. "ლივერპულის" წინააღმდეგ სამ მატჩში მივიღე მონაწილეობა და სამივეში ვიმარჯვეთ. მე უბრალოდ ბედნიერი ვარ!"

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
14 სექტემბერი 2015 07:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მაგარი გოლი კი გამოუვიდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top