"იუნაიტედის" ახალწველუს, ენტონი მარსიალს, ხშირად ადარებენ ლონდონის "არსენალის" ლენგენდარულ ფრანგ თავმდამსხმელს, ტიერი ანრის. ყოფილმა "მეთოფემ" უყურადებოდ არ დატოვა თანამემამულის დებიუტი და 19 წლის ფორვარდი შეაქო.
38 წლის ფრანგს განსაკუთრებული მოეწონა, ენტონის სოლო რეიდი და საბოლოო დარტყმა.
"მოხარული ვარ მისი წარმატებით" - განაცხადა ანრიმ Sky Sport-ის სტუდიაში, მატჩის შემდეგ. - "ბევრს აინტერესებდა, საუბრობდა თუ არა ის ინგლისურ ენაზე, ენტონიმ მათ ბურთის მეშვეობით უპასუხა."
"ძალიან მომეწონა მისი სოლო რეიდის დასასრული. ვფიქრობ შესანიშნავი ფინიში იყო. მან უბრალოდ გააბრუა მეკარე დარტყმის წინ და მატჩში ყოველგვარი ინტრიგა მოკლა."