თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2015, 16:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2337,
კომენტარები: 12
ექსპერტის პროგნოზი
პოლ მერსონის პროგნოზი.
ექსპერტის პროგნოზი
Sky Sports-ის ექსპერმა, პოლ მერსონმა კვირას გასამართ შეხვედრაზე პროგნოზი გააკეთა. "ოლდ ტრაფორდზე" დიდი მატჩია ჩანიშნული, პოლის აზრით, "იუნაიტედს" კვლავ გაუჭირდება:

"ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შორის დიდი სხვაობა არაა. ორივე მათგანმა გასულ ტურში მარცხი იწვნია, "ეშმაკები" უელსში დამარცდნენ, ხოლო "სკაუზერები" სახლში "ვესტ ჰემისგან" განადგურდნენ. ეს მატჩი ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როჯერსი ვერ დაუშვებს, რომ ეს მატჩიც წააგოს, ხოლო ლუი ვან გაალს აუცილებლად მოსაგები აქვს.

თუკი საშაბათო მატჩი იმავე სცენარით წავა, როგორც გასული სეზონის შეხვედრა და "იუნაიტედის" კარის ხაზზე დავიდ დე ხეას ვერ ვიხილავთ, "ლივერპული" უთუოდ სამი ქულით და დამაჯერებელი გამარჯვებით დაბრუნდება სახლში. სწორედ ამიტომ უნდა ითამაშოს დე ხეამ, წინააღმდეგ შემთხვევაში "იუნაიტედი" ცხვირს წაიმტვრევს. მოდით, ვიყოთ გულწრფელები: მანჩესტერელები გასულ სეზონში ესპანელი კიპერის გარეშე აუცილებლად ოთხეულს მიღმა დარჩებოდნენ.

რაც შეეხება თავად მატჩს, ვფიქრობ, კიდევ ერთ სანახაობრივ პერფორმანსს ვიხილავთ. ორივე გუნდი შეტევისკენ იქნება მომართული. "ვესტ ჰემთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, ალბათ, ხალხი ფიქრობს, რომ გიჟი ვარ, რადგან ჩემი აზრით, "ლივერპული" ორი გოლის გატანას მოახერხებს. თუმცა, ეს ხომ დიდი მატჩია, მოთამაშეებმა იციან, რომ ეს ასეა, გულშემატკივრებმაც იციან. დიდ მატჩებში კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს."


მერსონის პროგნოზი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" 2:2
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
12 სექტემბერი 2015 09:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან დაძაბული მატჩი იქნება და იმედი მაქვს მოვიგებთ!
0
№12
ავტორი: red devil
13 სექტემბერი 2015 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
რეალობა იბაზრა პროსტა ანგარიში ვერ დასვა სწორი დეხეა რო არა მართლა წაგვეგო შეიძლება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top