ტრადიციულად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც თვის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა. გამოკითხვაში მონაწილეობას კლუბის სამი მცველი, ლუკ შოუ, კრის სმოლინგი და ახალწვეული მატეო დარმიანი იღებდნენ.
ხმების 42% მატეო დარმიანმა მიიღო, რის შედეგადაც ის "მანჩესტერ იუნაიტედის" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მეორე ადგილი კრის სმოლინგმა დაიკავა, რომელმაც ხმების 35%-ის დაგროვება მოახერხა.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფანები მაფასებენ. მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ." - განაცხადა იტალიელმა
ახალწვეული მატეო დარმიანის დებიუტი ''იუნაიტედში'' წარმატებული აღმოჩნდა. იგი თავის სადებიუტო მატჩში ''ოლდ ტრაფორდზე'' ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის თავისი თამაშით დღემდე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.