თბილისი:
მანჩესტერი:
10-09-2015, 01:09
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 3273,
კომენტარები: 14
ვინ უფრო მეტად დამნაშავეა?
მას შემდეგ, რაც დე ხეას ტრანსფერი "რეალ მადრიდში" სკანდალურად ჩაიშალა, ყველას აინტერესებს, თუ როგორ დახვდება "ოლდ ტრაფორდი" უძღებ შვილს - ტაშით თუ სტვენით? მე გადავწყვიტე, უახლოეს წარსულში გამეხედა და მსგავსი ისტორია, რომელიც უეინ რუნის გადახდა თავს, შემედარებინა ესპანელის სიტუაციას. ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ ვინ უფრო მეტად დამნაშავეა ფანების წინაშე, რუნი თუ დე ხეა?
ვინ უფრო მეტად დამნაშავეა?
"მანჩესტერ იუნაიტედი" მრავალი წლის განმავლობაში იპყრობდა უმაღლეს მწვერვალებს და შედეგად, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის სასურველი კლუბი იყო, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ამ კლუბის პრესტიჟმა შემდეგში განცდილი წარუმატებლობის ფონზე, წამყვანი ფეხბურთელების თვალში საგრძნობლად დაიწია. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ "იუნიატედის" მიზიდულობის კანონი ფერგიუსონის პიროვნებაში უფრო მეტად გამოიხატებოდა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ფაქტორში.

...თუმცა, ალექს ფერგიუსონის ხანაშიც არსებობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც მიუხედავად მაღალი ხელფასისა, მუდმივი სათამაშო დროისა და გუნდის ლიდერობისა, კლუბის დატოვების სურვილს გამოთქვამდნენ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს (და ვიცი, რომ ეს ამბავი ყველა გულშემატკივარს დღემდე ცუდად ახსოვს) ერთ-ერთი მათგანი გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი უეინ რუნი იყო.

მისი ისტორია 2010 წელს დაიწყო, როდესაც ინგლისელმა ფორვარდმა 14 აგვისტოს უარი თქვა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე და დაუფარავად გამოთქვა სურვილი გუნდიდან წასვლისა. ამ ამბავმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, მათ შორის ალექს ფერგიუსონიც, მაგრამ მიზეზებსაც ხომ აქვს მნიშვნელობა?

არ მსურს ამ სტატიის დიდი ნაწილი პრესის მიერ შეთხზულ ისტორიებს დავუთმო (თუმცა ამას გვერდს ვერ ავუვლი), ამიტომ გავიხსენოთ სერ ალექს ფერგიუსონის ავტობიუგრაფიული წიგნიდან მცირე ამონარიდი, სადაც ის უეინის მდგომარეობაზე საუბრობს.

ლეგენდარული შოტლანდიელი უეინისთვის სპეციალურად გამოყოფილ თავში მის უდიდეს ტალანტზე საუბრობს და გვიხსნის მიზეზებს , თუ რატომ სჯეროდა მას რუნის ნიჭიერების, მაგრამ ჩვენ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ შევკრებილვართ. ყველაზე საინტერესო მონაკვეთი, დამეთანხმებით, ამ თავში ინგლისელი ფორვარდის გუნდიდან წასვლის სურვილის მიზეზებზე საუბარია.

სერ ალექს ფერგიუსონი მის წიგნში ყვება, რომ გაოცებული იყო, როდესაც მას დევიდ გილმა შეატყობინა იმის შესახებ, რომ შოტლანდიელის ნახვა უეინის აგენტს სურდა. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ ყველაფერი, რადგან დარწმუნებული ვარ, თქვენც არაჩვეულებრივად იცით ეს ისტორია. ერთი სიტყვით, ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ უეინი სერიოზულად განიხილავდა კლუბიდან წასვლის ვარიანტს, ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ კლუბი არ იყო საკმარისად ძლიერი და ამბიციური, რაც უეინის ინტერესებს მოეგო ტიტული, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. იგი მოითხოვდა შემადგენლობის გაძლიერებას და მესუთ იოზილის გუნდში დამატებას.

ფერგიუსონი იხსენებს, რომ უეინთან შეხვედრისას ინგლისელი ფორვარდი რობოტივით საუბრობდა, თითქოს მას ვიღაცამ ტექსტი დააზეპირებინა. ფერგიუსონის თქმით, მან უეინს შემდეგი პასუხი გასცა : "მითხარი, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, როდის ნახე "მანჩესტერ იუნიატედი" უმოტივაციოდ ან უამბიციოდ? შენ არ გეხება ის, თუ ვის დავიმატებთ ჩვენ და ვის გავუშვებთ. შენი საქმეა გახვიდე მოედანზე და აჩვენო შენი თავი. ჩემი საქმე კი, სწორი შემადგენლობის არჩევაა, რაც არც თუ ისე ცუდად გამომდის... რასაც არ უნდა აპირებდე, უეინ, პატივი ეცი ამ კლუბს და მის ფანებს. პატივი ეცი ყველაფერს, რაც ამ კლუბმა მოგცა."

მოგვიანებით, უეინ რუნიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადება გააკეთა : " იუნაიტედის" მიმართ მხოლოდ უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია. ან როგორ არ უნდა გამაჩნდეს, მას შემდეგ, რაც აქ ექვსი დიდებული წელი გავატარე?... ფერგიუსონი ნამდვილად გენიოსია, მე მას დიდ პატივს ვცემ, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს განვითარებაში და ვისურვებდი, რომ იგი სამუდამოდ დარჩეს ამ გუნდის მწვრთნელად."

შოტლანდიელი მწვრთნელს, რა საკვირველია, არ სურდა მომავალი კაპიტნის გუნდიდან გაშვება, ამიტომ მან ამისთვის ყველაფერი გააკეთა. საბოლოოდ, ფერგიუსონმა მას ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომელშიც განსაზღვრული იყო რუნის სათამაშო პოზიცია (თავდამსხმელი) , გარანტია, რომ იგი ძირითადის ფეხბურთელი იქნებოდა და რაც მთავარია, ამ ხელშეკრულების მიხედვით "მანჩესტერის" ათიანი ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

ინგლისელმა ასეთ კონტრაქტზე უარი ვერ თქვა და დათანხმდა შემოთავაზებულ პირობებს, თანაც ფერგიუსონისგან პირობა მიიღო, რომ თუ გუნდი წარუმატებლად იასპარეზებდა, აუცილებლად დაიმატებდა მსოფლიო ვარსკვლავებს.

ასე დასრულდა რუნის პირველი საგა...

უეინის პრობლემები "მანჩესტერ იუნიატედში" ამით არ დასრულებულა. სერ ალექს რეგიუსონის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, უეინ რუნიმ უმალვე დაიწყო პრეტენზიების გამოთქმა თავის სათამასო პოზიციასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების აზრით, რუნი განრისხებული იყო "რეალ მადრიდთან" საპასუხო მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით, თუმცა უეინი ამას უარყოფდა. მისი თქმით, იგი არ იყო ბედნიერი იმ პოზიციაზე თამაშით, რომელსაც ფერგიუსონი სთავაზობდა და ინგლისელის მტკიცებით, იგი არ დარჩებოდა კლუბში, თუკი მას არ მისცემდნენ თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშის საშუალებას.

- " მას შემდეგ რაც კლუბსი ვან პერსი გადმოვიდა, ფერგიუსონმა მის უკან თამაში მიბრძანა. რა საკვირველია, მე არასოდეს მაქვს პრეტენზია იმ პოზიციაზე ვითამაშო, სადაც გუნდს სჭირდება, თუმცა მიმაჩნია რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. მე მინდოდა თავდასხმაში ვან პერსისთან წყვილში მეთამაშა. მე ვარ ფორვარდი და მჭირდება ამ პოზიციაზე სათამაშო დრო." - განაცხადა ინგლისელმა ფორვარდმა.

ვინ უფრო მეტად დამნაშავეა?


ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში "იუნიატედს" შემოთავაზებების მთელი არმია დაატყდა თავს. რუნის მსოფლიოს წამყვანი კლუბები იწვევდნენ, თუმცა ყველაზე მეტად ლონდონის "ჩელსი" აქტიურობდა.

დევიდ მოიესმა მყისიერად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ უეინ რუნი გუნდს არ დატოვებდა და კლუბი მისი გაყიდვის არც ერთ ვარიანტს არ განიხილავდა. მართლაც, სულ მალე, ინგლისელმა ფორვარდმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მან მიიღო გარანტია მოიესისგან, რომ ითამაშებდა თავდამსხმელად და იგი ბედნიერი იყო ამ გადაწყვეტილებით. ინგლისელმა ფორვარდმა ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდის კაპიტანიც გახდა.

ასე დასრულდა უეინ რუნის გარშემო აგორებული სამწლიანი სკანდალი..

რამდენიმე ხნის წინ მე ვრცელი სტატია მივუძღვენი დე ხეას და შევაფასე მისი ამჟამინდელი მდგომარეობა კლუბში. მაშინ აღვნიშნე, რომ დავიდის სიჩუმე , რომელსაც იგი ინარჩუნებდა, კლუბისა და ფანების მიმართ სრულ უპატივცემულობას ნიშნავდა. მას შემდეგ გავიდა დრო , დე ხეა თითქმის გახდა "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი , თუმცა ეს ტრანსფერი ტექნიკური მიზეზების გამო ჩაიშალა და ესპანელს "იუნიატედში" დარჩენა მოუხდა.

ესპანელი გოლკიპერის ისტორია ძალიან ახალია და ჩემი აზრით, არ საჭიროებს ვრცელ განხილვას. ფაქტია, დევიდს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია მთელი ზაფხულის განმავლობაში. მას არ დაუდასტურებია ის ინფორმაცია, რომ წასვლა სურდა და არც უარყოფდა ამას. მას არ დაუსახელებია არც ერთი მიზეზი იმის გასარკვევად, თუ რატომ სურდა კლუბის გამოცვლა - "იუნიატედის" უამბიციობის გამო, გუნდში არსებული დისკომფორტის გამო, მადრიდში გადასვლის ცდუნების გამო თუ იმის გამო, რომ მისი ზომა ბუცები არ მოიპოვებოდა "იუნაიტედში". არცერთი სიტყვა ამის თაობაზე ესპანელს არ უთქვამს, რაც, დამეთანმებით, იმაზე გაცილებიღ უარესია , ვიდრე პრობლემებზე საუბარი.

დღეს კი ყველაზე ხშირად ისმის კითხვა : როგორ შეხვდება "ოლდ ტრაფორდი" დევიდ დე ხეას?

ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ, უნდა განვსაზღვროთ, რა არის ცუდი და რა არის კარგი. უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შევაფასოთ ამ ორ ფეხბურთელს შორის უფრო მეტად დამნაშავე.

2010 წელს უეინ რუნის სურდა კლუბის დატოვება, რადგან მიიჩნევდა, რომ იმ შემადგენლობით "მანჩესტერ იუნიატედს" ჩემპიონობის შანსი ძალიან მწირე ჰქონდა. ლოგიკურად, ამ აზრის ქონის უფლება მას გააჩნდა, რადგან იმ პერიოდში პრემიერ ლიგის გრანდები საგრძნობლად ძლიერდებოდნენ, მსოფლიო ვარსკვლავებს იმატებდნენ და კონკურენციაც იზრდებოდა. თანაც, საკმაოდ რთულია ყოველდღე უყურო ტომ ქლევერლის ვარჯიშს შენს გვერდით და მის იმედზე ჩემპიონობის გჯეროდეს. მიუხედავად ამისა, რუნი სურვილს გამოთქვამდა "იუნიატედთან" მოლაპარაკებებზე და მას არცერთი სხვა გუნდის შემოთავაზება კონტრაქტის დონეზე არ განუხილავს. ფერგიუსონთან საუბრების შემდეგ კი ინგლისელმა კლუბში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ახალ, გაუმჯობესებულ პირობებს დათანხმდა. ამასთანავე, მან ფანებსა და კლუბის ხელმძღვანელობას ბოდიში მოუხადა გამოწვეული აჟიოტაჟისთვის და გუნდის ამბიციების ეჭვქვეს დაყენებისთვის. ამის შესახებ ის საკუთარ წიგნშიც საუბრობს და აღიარებს, რომ მწარედ ცდებოდა.

2013 წელს უეინმა კვლავ გამოთქვა გუნდიდან წასვლის სურვილი, ვინაიდან იგი იმედგაცრუებული იყო მისი სათამაშო პოზიციით. დამეთანხმებით, ამბიციური ფორვარდისთვის ძალიან მნისვნელოვანია თავის პოზიციაზე თამაში და გოლების გატანა, რისი შესაძლებლობაც ინგლისელს ბოლო წლებში საკმარისად არ ეძლეოდა.

დევიდ მოიესთან მოლაპრაკებების შემდეგ ინგლისელმა კვლავ გაახანგძლივა კლუბთან კონტრაქტი.

2015 წელს "რეალ მადრიდმა" დევიდ დე ხეას შეძენა განიზრახა და ესპანელიც, როგორც ჩანს, ძლიერ მოიხიბლა ამ შემოთავაზებით. არადა, ყველას გვახსოვს, რომ დე ხეა "რეალის" მოსისხლე მტრების, "ატლეტიკო მადრიდის" აღზრდილია და ჩვენ არ დაგვიწყებია მისი კომენტარი, სადაც მან განაცხადა, რომ არ გადავიდოდა "რეალში" იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას უფლებას მისცემდნენ საკუთარი ნებით დაენიშნა თავისთვის ხელფასი. გარდა ამისა, ესპანელი მთელი ზაფხულის განმავლობაში დუმდა და "იუნაიტედის" ფანებისთვის არცერთ სიტყვას არ იმეტებდა. რუნისგან განსხვავებით, დე ხეა თითქმის გადასული იყო სხვა კლუბში, მას კონტრაქტიც შეთანხმებული ჰქონდა "რეალთან". ბოლოს კი, ამ ყველაფრის შემდეგ, მას არც ბოდიში მოუხდია თავისი გულშემატკივრებისთვის და არც ის უთქვამს, რომ ამაყი ან ბედნიერია "იუნიატედში" დარჩენით.


ვინ არის ამ ორ ფეხბურთელს შორის უფრო მეტად დამნაშავე, ამას მე არ ვიტყვი, ვერდიქტის გამოტანა თქვენთვის მომინდია.

ბოლოს კი, გთხოვთ, მიიღოთ საიტის გამოკითხვაში მონაწილეობა, რათა გავიგოთ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

სტატიის ავტორი : დიმიტრი სანაია
10/09/2015


ვინ დააშავა უფრო მეტად და როგორ უნდა შეხვდნენ/შეხვედროდნენ მათ?

რუნიმ და სტვენით უნდა შეხვედრონენ.
რუნიმ, მაგრამ სწორად შეხვდნენ.
დე ხეამ და სტვენით უნდა შეხვდნენ.
დე ხეამ, მაგრამ ტაშით უნდა შეხვდნენ.
ორივემ ერთნაირად და სტვენით უნდა შეხვდნენ/შეხვედროდნენ.
ორივემ ერთნაირად, მაგრამ ტაშით უნდა შეხვდნენ/შეხვედროდნენ.

სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
10 სექტემბერი 2015 16:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
fan of juventus,
ფეხბურთს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: AkkRed
10 სექტემბერი 2015 16:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოკლედ შემოვიფარგლები. უკვე დღეს რუნი გუნდის კაპიტანია და ყველას გვეიმედება, მაგრამ დე ხეა აქამდე არ ვიცით სადაა. ფეხებით უნდა შეუდგე დევიდს.
0
№13
ავტორი: Best 7
10 სექტემბერი 2015 17:34
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რუნიმაც მაგარი იკისრა მაშIნ რა და მაგრა გამიტყდა მაგისგან, ეს ერთი და მეორე დე ხეამ ბოდიში მოიხადოს და თუ უნდა წავიდეს და თუ უნდა მოაწეროს ონტრაქტს ხელი
0
№14
ავტორი: Berba 9
11 სექტემბერი 2015 14:01
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ჩემი აზრით ძალიან კარგი სტატიაა ნამდვილად, მაგრამ ერთი პრობლემაა რაა, დე ხეას რუნისთან შედარება არ შეიძლება.

რუნი გუნდის სული, გული, ძალა და მოკლედ ყველაფერი იყო და არის, მისი წასვლა გუნდიდან არ შეიძლებოდა და თვითონ არც კი უნდა ჰქონოდა სურვილი იმისა, რომ გუნდი დაეტოვებინა.

მეორეს მხრივ დე ხეას კლუბმა ბევრი გაუკეთა და პირიქით, დე ხეამაც ბევრი გაუკეთა კლუბს, თუმცა მისი რუნისთან შედარება "მასშტაბებით" არ შეიძლება.

რა თქმა უნდა ორივემ დააშავა, მაგრამ ის რომ სტვენით შეხვდნენ ფანები უაზრობაა, არ შეიძლება ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top