თბილისი:
მანჩესტერი:
7-09-2015, 20:42
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2493,
კომენტარები: 12
დეპაის მამა: "შვილი ძალიან მენატრება"
მემფისის მამამ შვილთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
დეპაის მამა:
მემფის დეპაის მამას სურს, რომ მათ ურთიერთობაში არსებულ 17 წლიან განხეთქილებას წერტილი დაუსვას. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს ურჩევნია, რომ მის მაისურზე სახელი ეწეროს და არა გვარი, რადგან მას არ სურს იმ ადამიანის გვარის ტარება, რომელმაც ის ოთხი წლის ასაკში მიატოვა.

თუმცა 50 წლის უფროსი დეპაი ამტკიცებს, რომ შვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს ჰქონია და სურს, ურთიერთობა დაალაგოს.

"ტყუილია, რომ მე ის ოთხი წლის ასაკიდან არ მინახავს, ეს წარმოუდგენელია." - განაცხადა დენისმა The Sun-თან ინტერვიუში. "ის ჩემი შვილია და მიყვარს, სწორედ მე ვაჩუქე მას პირველი ბურთი. მე ის არასდროს მიმიტოვებია, მუდამ ვცდილობდი, ახლოს ვყოფილიყავი."

"Youtube-ზე ვნახე, როგორ ლაპარაკობდა ის ჩემზე, მემფისს არ სურს ჩემი გვარის ტარება ზურგზე. ამის მოსმენის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი. ძალიან მინდა, მასთან კვლავ მქონდეს ურთიერთობა. შვილი მენატრება."

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
9 სექტემბერი 2015 02:43
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Blind,
დიახ, გეთაყვა, მეც სულ მაგას არ ვამბობ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: PaLoMo
9 სექტემბერი 2015 12:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Iqneb es kaci aaraa gachirvebuli.ra icit?martalia magari arasworad moiqcaa,magram iqneba martla unda shveiltan urtiertobaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top