თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2012, 16:45
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2308,
კომენტარები: 11
რაფაელის ვრცელი ინტერვიუ. ნაწილი 1
რაფაელი: მე ბავშვი აღარ ვარ
რაფაელის ვრცელი ინტერვიუ. ნაწილი 1
უდავოდ, რაფაელი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა წითელთა რიგებში. Inside United-თან ინტერვიუში ის საუბრობს მის თამაშის ცვლილებასა და გაზრდილ თავდაჯერებულობაზე

ყველა ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ მოუმატე თამაშს. რა არის ამის მიზეზი? რა შეიცვალა?
მე ვბერდები! (იცინის) არა, მე ვფიქრობ ეს მხოლოდ ბუნებრივი განვითარებაა - ეს ხდება მაშინ, როცა ბევრ თამაშს თამაშობ და მეტ გამოცდილებას იღებ. მე ჩემი ქალიშვილიც მეხმარება - ის ძალიან მაწყნარებს. როცა შენ მამა ხარ, შენ უნდა იყო საკმარისად მომწიფებული. ასევე ფაბიოსგან განცალკევებით თამაში - ის ქუინს პარკ რეინჯერსშია არენდით - კარგი გამოცდილებაა.

ზოგი ფიქრობს, რომ შენ ძალიან ხშირად მიდიხარ შეტევაში და აკეთებ ძალიან ბევრ ფეხებში ვარდნას. ახერხებთ თუ არა ამის დარეგულირებას?
დიახ და არა. მე ბრაზილიელი ვარ და ყველამ იცით, როგორ გვიყვარს ჩვენ შეტევა. ჩემი თამაშის ნაწილია შეტევაში წასვლა და მე მიყვარს გოლების გატანა - ეს შესანიშნავი გრძნობაა. ყოველთვის რთულია განსაზღვრო დრო, როდის უნდა წახვიდე შეტევაში და როდის უნდა დარჩე დაცვაში. ასევეა პატკატების შემთხვევაში. შენ თანდათან სწავლობ როდის უნდა გააკეთო ვარდნა და როდის არა.

შენ იმაზე უფრო თავდაჯერებული ჩანხარ ვიდრე ოდესმე. სიმართლეა?
მე თავს კარგად ვგრძნობ. დღითიდღე ვიზრდები. თავს ახალგაზრდად აღარ ვგრძნობ. ჩემი აზრით ყველა ჯერ კიდევ როგორც თინეიჯერს ისე მიყურებს, რომელიც ახლახან მოვიდა გუნდში. მაგრამ მე 22 წლის ვარ, უკვე მამა ვარ. მე აღარ ვარ ბავშვი. მე თავს კაცად ვგრძნობ და ამას სხვებიც ამჩნევენ. მე ჯერ კიდევ ვსწავლობ ფეხბურთის შესახებ და ამას გავაგრძელებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. მე მზად ვარ მოვახდინო დიდი გავლენა.

შენ ძალიან კარგად უგებ ვალენსიას მარჯვენა ფლანგზე. რამდენად სასიამოვნოა მასთან ერთად თამაში?
ეს საოცარია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ასევე ძალიან ძლიერია. როცა მოედანზე ვარ და ჩემ წინ ანტონიოა მე თავდაჯერებულობა მემატება. ჩვენ ასევე ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს მოედნის გარეთ, შეიძლება ეს გვეხმარება კიდეც თამაშის განმავლობაში.
რამდენად კარგად იცნობთ დევიდ ბექჰემისა და გარი ნევილის წყვილს?
ძალაიან კარგად, ვიმედოვნებ მე და ვალენსია შევძლებთ იგივე წარმატების მიღწევას. ჩვენ შეგვიძლია 10 წელი ვითამაშოთ ერთმანეთის გვერდიგვერდ და მე დარწმუნებული ვარ დიდი წარმატებას მივაღწევთ. ჩემი ოცნება ისეთივე კარგი წყვილი ვიყოთ, როგორც ისინი. მე ასევე მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ მოედნის გარეთ ისინი კარგი მეგობრები იყვნენ.

სერ ალექსი ამბობს, რომ, როდესაც შენ ბრაზილიაში ბრუნდები, შენ ყოველდღე ფეხბურთს თამაშობ. მართალია?
დიახ. მე მიყვარს ამის კეთება. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ დროს მეგობრებთან ერთად და ვეთამაშებით ჩვენი სამეზობლოს სხვა გუნდებს. ეს არ არის დიდი ქალაქი, ჩვენ უბრალოდ ვერთობით და ეს ძალიან სასიამოვონოა. ჩვენ ასევე ვთამაშობთ ქვიშის ფეხბურთს და ფრენბურთს, მაგრამ მხოლოდ თავითა და ფეხით. ოლდ ტრაფორდზე თამაში განსხვავებულია - ბრაზილიაში ამდენი ზეწოლა არაა, ასევე ბევრი სირბილი არ გვიწევს.

მაგრამ ბოსი ამბობს „ივარჯიშე, როგორც მხეცმა“!
დიახ ეს წავიკითხე (იცინის)! მე ვფიქრობ, ასეა, რადგან როცა ვთამაშობ ფეხბურთს, ყველაფერი მავიწყდება, 100 პროცენტით ფეხბურთზე ვარ დამოკიდებული. არაა აქვს მნიშვნელობა თასის ფინალია, თუ უბრალოდ ვარჯიში - მე ყოველთვის ბოლომდე ვთამაშობ და ყოველთვის ვცდილობ მოვიგო. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ იმავე სიძლიერით ივარჯიშო, როგორც თამაშობ მატჩს. ეს არის საუკეთესო საშუალება მომზადებისთვის.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
31 დეკემბერი 2012 22:43
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ავტორ, ეს მაგრად გაიზარდა მართლა, მეორესაც ველოდებით love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top