თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 23:43
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3254,
კომენტარები: 16
"იუნაიტედის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა - შეჯამება
გავიხსენოთ ყველა ახალწვეული, თუ წასული მოთამაშე.
გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსგავსად, "იუნაიტედის" გულშემატკივარს 2015 წელსაც ცხელი 2 თვე ჰქონდა და ეს მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო არა, "წითელი ეშმაკებმა" რამდენიმე ძალიან კარგი ტრანსფერი გაჩარხეს და გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა, თუმცა ამასთან, ბევრისთვის გულისდამწყვეტი ამბებიც მოხდა.

"იუნაიტედის" პირველ გუნდს, აწ უკვე გასულ ზაფხულს 6 ახალი წევრი შეემატა, რომელთაგან 1 თავისუფალი აგენტი იყო და გუნდს პირდაპირ შეუერთდა. შევსება ერთადერთი ცვლილება არ ყოფილა, კლუბი ბევრმა მოთამაშემ დატოვა, კერძოდ 14. მოდით, გავიხსენოთ ყველა მათგანი:

ახალწვეულები


მემფის დეპაი

ახალგაზრდა, ქარიზმატული და მძლავრი ჰოლანდიელი, რომელმაც გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე გადასასვლელად აბსოლუტურად მზად იყო. მემფისი "იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე დაიბევა და წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, როგორც გუდნთან, ასევე მოთამაშესთან. "ნარინჯისფერი" აქამდე "პსვ"-ს ღირსებას იცავდა და 90 შეხვედრაში 39 გოლის გატანა მოახერხა. მისთვის ბევრი გუნდი იბრძოდა, მათ შორის "ლივერპული" და "ბაიერნიც" თუმცა ლუი ვან გაალის ფაქტორმა დეპაის უბიძგა სწორედ მანჩესტერში გადაბარგებულიყო. "ეშმაკებმა" მემფისი 27.9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაიფორმეს, რაც დამატებით ბონუსებსაც მოიცავს.

მატეო დარმიანი

"წითლების" მეორე ტრანსფერი იტალიელი მარჯვენა მცველი გახდა. მარცხენა ფლანგის გაძლიერების შმედეგ, მარჯვენა მცველის ყიდვის დროც დადგა- რაფაელი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი გახლდათ არასტაბილურობითა და ტრავმებით გამოირჩეოდა, ხოლო ანტონიო ვალენსია, რომელსაც ვან გაალი იყენებდა ხსენებულ პოზიციაზე, სულაც არ გახლავთ მცველი. "ტორინოდან" "იუნაიტედში" დარმიანი 12.7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა და ამ ეტაპზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მორგან შნეიდერლინი

ფრანგი ჩამშლელი ნახევარმცველი უკვე მეორე წელია ძალიან მოთხოვნადი მოთამაშე იყო. მართალია, გასულ ზაფხულს "წმინდანებმა" მისი შენარჩუნება მოახერხეს, თუმცა ამჯერად იგივეს გაკეთება ცხადი იყო, გაუჭირდებოდათ და ასეც მოხდა. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების და განსხვავებული შინაარსის ჭორების შემდეგ, მორგანი "იუნაიტედს" შეუთანხმდა და გუნდს საკუთარი მომავალი მინიმუმ 4 წლით დაუკავშირა. ტრანსფერი 25 მილიონი ფუნტი დაჯდა.

ბასტიან შვაინშტაიგერი

ყველასთვის ცნობლია, რომ გერმანელის გაფორმება თავის დროზე სერ ალექსსაც სურდა, თუმცა იმ დროს ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა ბასტიანს სხვა გუნდის მაისურში, თუმცა გუარდიოლას "ბაიერნში" მისვლის შემდეგ მისი საქმე რბილად რომ ვთქვათ, ცუდად წავიდა. მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "იუნაიტედს" 6.7 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

სერხიო რომერო

"მანჩესტერ იუნაიტედს" თითქოს ყველაზე ნაკლები პრობლემა მეკარის პოზიციაზე უნდა ჰქონოდა, თუმცა, საბოლოოდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ახალი მეკარის მოყვანა აუცილებელიც კი გახდა: დე ხეას "მადრიდის რეალში" გადასვლა გარდაუვლად ჩანდა, ხოლო ვალდესსა და ვან გაალს შორის დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც შეეხება ლინდერგაარს, მას ჰოლანდიელი თავკაცი არ ენდობოდა. უმეკარეოდ დარჩენის თავიდან ასარიდებლად, ვან გაალმა თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე მსოფლიოს ჩემპიონატისა და კომა აპერიკის ფინალისტი, არგენტინელი კიპერი სერხიო რომერო გაიფორმა, რომელიც ლუისთან ერთად "ალკმაარში" მუშაობდა.

ანტონი მარტიალი

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "იუნაიტედმა" ფრანგი შემტევი გაიფორმა 36 მილიონის სანაცვლოდ და 19 წლის მარტიალი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა. "ლიონის" აღზრდილი ანტონი უკვე 2 სეზონია უმაღლეს დონეზე თამაშობს და "მონაკოს" ლიდერადაც ჩამოყალიბდა. მან ყოფილი გუნდის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა და 11 გოლიც გაიტანა. სწრაფი, ტექნიკური, ძლიერი და ძალიან პერსპექტიული ევროპელი "იუნატედის" ახალი 9-იანი იქნება.

გუნდი დატოვეს:


რადამელ ფალკაო

გუნდი ყველაზე ადრე რადამელ ფალკაომ დატოვა, რადგან იგი "იუნაიტედის" საკუთრება არ გახლდათ და გუნდში მხოლოდ იჯარის წესით თამაშობდა, ვან გაალმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა არ ჩათვალა საჭიროდ კოლუმბიელის შენარცუნება, ამიტომ იგი "მონაკოში" დაბრუნდა, საიდანაც უკვე ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა.

ლუიშ ნანი

გასული სეზონი პორტუგალიელმა, მშობლიურ "სპორტინგში" გაატარა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ არენდი მას მხოლოდ წაადგებოდა და ინგლისში დაბრუნებული მხოლოდ ძირითადისთვის იბრძოლებდა, მისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ნანიმ ამჯერად საბოლოოდ დატოვა გუნდი, იგი თურქულ "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდა. თურქებმა მხოლოდ 4.4 მილიონი დახარჯეს ამ ტრანსფერში.

რობინ ვან პერსი

რობინი და ლუიში კვლავ თანაგუნდელები იქნებიან, თუმცა ამჯერად თურქეთში. ალბათ, არავინ ელოდა, რომ ვან გაალი თავის თანამემამულეს და ერთ-ერთ საყვარელ მოთამაშეს გუნდიდან გაუშვებდა, თუმცა, როგორც იტყვიან, "ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს". ტრანსფერის ღირებულება უცნობია.

რაფაელ და სილვა

ბრაზილიელ მარჯვენა მცველს გასულ სეზონს აქტივში ნამდვილად ვერ შევუტანთ, ნორმალური სტარტის შემდეგ ტრავმების გამო რაფაელი პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში აღარ გვინახავს, მეტიც, სათადარიგოთა შორისაც იშვიათად თუ ნახავდით მას. სამხრეთ-ამერიკელი ახლა უკვე "ლიონის" ფეხბურთელია და საფრანგეთში შეეცდება თავის წარმოჩენას. "იუნაიტედი" მას 2.5 მილიონის სანაცვლოდ შეელია.

ტომ ქლევერლი

"ასტონ ვილაში" ასევე არენდით მყოფი ტომ ქლევერლის მომავალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გაირკვა, მას "იუნაიტედთან" კონტრაქტი ამ წლის ივნისს ეწურებოდა და არცერთი მხარის ინტერესებში არ შედიოდა გახანგრძლივება. საბოლოოდ, ინგლისელი ნახევარმცველი "ევერტონს" შეუერთდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ანხელ დი მარია

ალბათ, ზაფხულის ყველაზე მოულოდნელი ტრანსფერი- არგენტინელი გასულ წელს მოვიდა კლუბში რეკორდული თანხის სანაცვლოდ და გუნდის ლეგენდობასაც უმიზნებდა, თუმცა მისი ინგლისური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც თავად სურდა. ანხელი ახალი სეზონიდან "პსჟ"-სთვის შეუტევს. ფრანგებმა მის სანაცვლოდ 44 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ბენ ამოსი

ახალგაზრდა ნიჭიერი ვალდესისა და რომეროს მოსვლამდეც უშანსონოდ იყო, თუმცა ამ კიპერების გაფორმების შემდეგ მისი სიტუაცია უფრო დამძიმდა, ამიტომ ინგლისელმა გადაწყვიტა, გუნდი დაეტოვებინა და "ბოლტონთან" გააფორმა კონტრაქტი.

ანხელო ენრიკესი

კოპა ამერიკის გამარჯვებული ფორვარდი ბოლო წლებია სხვადასხვა კლუბებში მოგზაურობს, თუმცა "იუნაიტედი" აქამდე მის გაყიდვას არ გეგმავდა. ანხელომ ყველა გუნდში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 2015 წლის ტურნეს განაცხადშიც მოხვდა, თუმცა შტატებში გამგზავრებამდე გუნდმა მისი გაყიდვა გასხვისება გადაწყვიტა. ენრიკესი ხორვატიაში დაბრუნდა და ზაგრების "დინამოს" შეუერთდა, 1.1 მილიონის სანაცვლოდ.

ანდერს ლინდეგაარდი

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 5 სეზონის განმავლობაში ლინდეგაარდმა მანჩესტერული კლუბის მაისურით მხოლოდ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში კი ლუი ვან გაალმა მას ნათლად დაანახა, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება მისი გუნდიდან წასვლა იყო. "მანჩესტერ იუნატედის" მეკარე კარიერას "ვესტ ბრომვიჩში" გააგრძელებს. ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ჯონი ევანსი

ჯონი ევანსი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წლიდან ირიცხება. მან მანჩესტერული კლუბის მაისურით 198 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა. ასევე, "წითლებთან" ერთად 6 ტიტულის: 3 პრემიერ ლიგის, 2 ლიგის თასისა და 1 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩრდილო-ირლანდიელი მცველი, ჯონი ევანსი კარიერას "ვესტ ბრომვიჩში" გააგრძელებს.

ხავიერ ერნანდესი

ჩიჩარიტო "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2010 წლიდან იცავდა. ამ დროის განმავლობაში მან 157 მატჩში 59 გოლის გაიტანა მოახერხა. გასულ სეზონში მექსიკელი ფორვარდი იჯარის წესით მადრიდის "რეალში" იმყოფებოდა. მომავალი სეზონიდან ხავიერ ერნანდესი ლევერკუზენის "ბაიერის" ღირსებას დაიცავს. კლუბს ტრანსფერი 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

ტაილერ ბლეკეტი

შოტლანდიის ჩემპიონმა "სელტიკმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ინგლისელი მცველი, ტაილერ ბლეკეტი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა. ამჯერად ლუი ვან გაალს მცველების დეფიციტი არ აქვს და სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ჰოლანდიელმა მწვრთნელმა 21 წლის ბლეკეტი გლაზგოში გააგზავნა.


ადნან იანუზაი

ადნან იანუზაი კარიერას იჯარის წესით დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება. იანუზაი კლუბს 2011 წელს შეუერთდა. მისი სადებიუტო მატჩი პროფესიულ ფეხბურთში კი 2013/14 წლების სეზონში, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს შედგა.


კმაყოფილი ხართ კლუბის მიერ განხორციელებული ტრანსფერებით?

კი
არა

სტატიები
16 კომენტარი
№11
ავტორი: mamuka 4
2 სექტემბერი 2015 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
Rafaze guli mwydeba
0
№12
ავტორი: MANCHESTERA11
2 სექტემბერი 2015 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
VERC ERTI VER GVISHVELIS RAMDENS GAITANEN DACVA RO DIRKA GVYAVS AM SIRMA BLEKETI RATO GAUSHVA TU ARAVIS YIDULOBDA.... MAGARI UKMAYOPILO VAR AMATI POLITIKIS RA UNDODA IANUZA RATO GAUSHVA AN DIMARIA DAETOVA TU IANUZAS USHVEBDA KAROCHE RAAA.... GADAGVAXEVEN BURTS TAVZE .... SIROBA GAYIDVEBI TORE YIDVIT YVELA KARGIA....

AMIS ASHENEBULI GUNDI RAAAAA.....

WELS OTXEULI ISEV SANATRELI GVEQNEBA.... GASHVEBULI UPRO METI BURTIT TU ZAMTARSHI AR GAANCHYRIA TVINI AM SIRMA...
0
№13
ავტორი: Best 7
2 სექტემბერი 2015 16:58
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
დარმიანი მაგრა დამევასა მაგარი იგროკი გახდება და მემფისი ბრწყინავს, რაც შეეხება დანარჩენებს ნორმალურ შტაბეჭდილებას ტოვებენ რომეროს გარდა
0
№14
ავტორი: Malboro463
2 სექტემბერი 2015 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
0
№15
ავტორი: Lee Sharpe
2 სექტემბერი 2015 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
მე საბოლოოდ კმაყოფილი ვარ ტრანსფერებით , ვაბშე ეხლა დე ხეას გაახანგრძლივებინონ და დააბრუნონ კარებში საკაიფო იქნება, ცოტაც და დაბრუნდება ჯონსი და ამოაგდებს ბლინდს, გვაქვს დაცვის ცენტრში რამოდენიმე ვარაიანტი და გაამართლებს რომელიმე შანსი არაა, მთავარია ევასნსს არ დავინახავთ. ფლანგებზე გადაჭრილია პრობლემა. ნახევარზეც მგონი მიხვდა ლუი ერერა რომ საჭიროა. მოუმატებენ ეგ და მორგანი მაგარი დუეტი გახდება. ნახევარდაცვაში როტაცია სერიოზული გვექნება რასაც ქვია.
დეპაიც შევა ნელ ნელა და გაამართლებს მე 100% მჯერა მაგის. ვწუწუნებდით ფორვარდზე და მოიყვანა ამომავალი ვარსკვლავი და რავი ფიზიკურადაც ძლიერი ბიჭია და მგონი მოერგება ეპლს.
ნუ ჩამოწერEტ გუნდაი მე მგონია წელსვე ავწევთ ეპლს manunited

ნუ გგონიათ სიტი დალხინებული 2 მცველი ყავთ ნორმალური და მეტი ვინ რჩებათ მანგალა დირკაა დემიკელისზე ლაპარაკიც არ ღირს ფლანგები კიდევ ჩვენი ჯობია. და თავდასხმაში ვიცი დაემთხვევა ისე რომ ბონიც დაემტვრევათ და აგუეროც და მერე ვის ათამაშებენ ვნახოთ
0
№16
ავტორი: dato321dato
3 სექტემბერი 2015 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Magari siria vangaali mcveli aruyidia sezonis shuashi rogdaegleba sastavi mere vnaxot dacvashi vinunda atamashos amsirma.ise ki am patriotma vlaaric armoiyvana arada tavisufali agentia masti da chvens yvela centralur mcvels jobs

Magari siria vangaali mcveli aruyidia sezonis shuashi rogdaegleba sastavi mere vnaxot dacvashi vinunda atamashos amsirma.ise ki am patriotma vlaaric armoiyvana arada tavisufali agentia masti da chvens yvela centralur mcvels jobs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top