22 წლის ფორვარდი, ახლა ეპიზოდურ როლებს თამაშობს სერ ალექსის გუნდში. მაგრამ ინგლისელი ფორვარდი აცხადებს, რომ ხელების ჩამოყრას არ აპირებს, იმუშავებს ბევრს და დაელოდება თავის შანსს.
"ახალა, ჩემს კარიერაში არის პატარ–პატარა ცვლილებები, რადგან არც თუ ისე ხშირად ვხვდები სასტარტო შემადგენლობაში. თამაშების უმეტესობა ჩავატარე ფლანგზე და არა ცენტრში, რაც ჩემთვის ცოტა არ იყოს, უჩვეულოა. აი ამით განსხვავდება ეს სეზონი წინა სეზონისგან, რომელშიც ბევრი მატჩი ჩავატარე." – განაცხადა დენი უელბეკმა skysports.com–თან საუბარში.
"კლუბი იკავებს, პირველ ადგილს, სატურნირო ცხრილში და აქვს შესამჩნევი ქულების სხვაობა, უკან მდევარ "სიტისთან". დღესდღეობით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვთამაშობ მსოფლიოში ყველაზე კარგ გუნდში და ვცდილობ მაქსიმალურად კარგად ჩავატარო ვარჯიშები და რა თქმა უნდა, მუდამ ვსწავლობ ჩემზე გამოცდილი თანაგუნდელებისგან."