თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2015, 19:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3216,
კომენტარები: 12
იანუზაი "ბორუსიას" ფეხბურთელია
ადნანი კარიერას დორტმუნდში გააგრძელებს
იანუზაი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ბელგიელი ნახევარმცველი, ადნან იანუზაი კარიერას იჯარის წესით დორტმუნდის "ბორუსიაში" გააგრძელებს. 20 წლის ფეხბურთელი გერმანულ კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ბრიუსელში დაბადებული იანუზაი თავდაპირველად "ბრიუსელისა" და "ანდერლეხტის" აკადემიაში თამაშობდა, 2011 წელს კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. მისი სადებიუტო მატჩი პროფესიულ ფეხბურთში კი 2013/14 წლების სეზონში, დევიდ მოიესის ხელმძღვანელობის დროს შედგა.

"ადნანი უაღრესად ნიჭიერი და ტექნიკურად გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც ჩვენს შემტევ ჯგუფს სრულად შეავსებს."-განაცხადა გერმანელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ზორცმა.

"ბორუსია" ნამდვილად დიდი კლუბია, გულშემატკივრები აქ ნამდვილად საოცარნი არიან. მინდა ამ გუნდთან ერთად წარმატებებს მივაღწიო."-აცხადებს თავად ფეხბურთელი, რომელიც დორტმუნდში 9 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
1 სექტემბერი 2015 08:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
დორტმუნდი მშვენიერია ამ ბიჭისთვის იმედია კიდე უფრო დაიხვეწება
0
№12
ავტორი: RedGirl
1 სექტემბერი 2015 13:42
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ძალიან მაგარია ! კარგ გამოცდილებას მიიღებს ! <3 მთავარია არ დაკარგონ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top