თბილისი:
მანჩესტერი:
31-12-2012, 00:42
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2014,
კომენტარები: 16
ევრა:"დასვენებ, პენსიაზე გასვლის დროს იქნება"
31 წლის ევრა კმაყოფილია, რომ მონაწილეობას იღებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა მატჩში და ამბობს, რომ ის ყოველთვის მოსთხოვს მწვრთნელს დააყენოს ძირითად შემადგენლობაში...
ევრა:
"იუანიტედის" მცველი პატრის ევრა ამტკიცებს, რომ მზად არის "უიგანთან" შესახვედრად. თუ ფრანგი ითამაშებს ამ მატჩს, ეს გამოდგება მისთვის მეოთხე მატჩი 10 დღეში. 31 წლის ფეხბურთელი იყო ერთ–ერთი პრეტენდენტი "მატჩის საუკეთესოს" წოდებაზე "ვესტ ბრომიჩთან" მატჩის შემდგომ.მან აჩვენა ძალიან კარგი გამძლეობა, იმისდა მიუხედავად, რომ მან წინა მატჩები "სუონსისა" და "ნიუკასლის" წინააღმდეგ ჩაატარა.

ახლა, "ვესტ ბრომიჩთან" ჩატარებული რთული მატჩის შემდეგ, საკუთარ სტადიონზე, სადაც ძლიერი წვიმა იყო, ევრა უმიზნებს შემდეგ საშობაო მატჩს სტადიონზე "დი დაბლ იუ", რომელზეც სერ ალექსის შეგირდები კიდევ ერთხელ ეცდებიან, შეინარჩუნონ შვიდ ქულიანი სხვაობა პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში.

"ძალიან კარგად მესმის, თუ როგორ გამიმართლა, რომ ხშირად ვხვდები სასტარტო შემადგენლობაში, სანამ შემიძლია სირბილი, მანამდე ვთხოვ ბოსს, რომ ძირითად შემადგენლობაში დამაყენოს." – განაცხად პატრისმა MUTV–თან ინტერვიუში.

"თუ ის ჩათვლის, რომ მე უნდა დავისვენო, ასეც გავაკეთებ, მაგრამ მე მხოლოდ თამაშის გაგრძელება მსურს. გავალ პენსიაზე და მხოლოდ მაშინ დავისვენებ – ესაა ჩემი დევიზი"

"უიგანთან" მატჩი ძალიან რთული იქნება, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წინა სეზონში განცდილი მარცხი, სადაც 1–0 წავაგეთ ის მატჩი.იმ დროს ჩვენ ძალიან ცუდად გამოვედით და ახლა არ გვაქვს არანაირი გამართლება.ჩვენ ვიცით, თუ რას უნდა მოველოდეთ მათგან. უბრალოდ უნდა გავემგზავროთ "დი დაბლ იუზე", ჩავატაროთ მატჩი "იუნაიტედის" სტილში და დავრწმუნდეთ, რომ ავიღებთ გამარჯვების ქულებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

ევრა ასევე მიიჩნევს, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში იყო ბევრი პოზიტიური მომენტი. მთავარი კი მაინც ისაა, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა" კარის მშრალად შენახვა შეძლეს, მეოთხედ, პრემიერ ლიგის ამ სეზონში.

"ნიუკასლთან" მატჩი იყო დიდებული, მაგრამ "ვესტ ბრომვიჩთან" ფეხბურთელები კარის მშრალად შენახვაზე იყვნენ კონცენტრირებულნი, ასევე გამარჯვებაზე და მორიგი სამი ქულის მოპოვებაზე. – აცხადებს ევრა. – ყველაფერი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე გეტყვით, რომ ამ მატჩზე ცუდი არაფერი მინახავს, იქ თამაშიც ძალიან ძნელი იყო. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, ასე მივაღწიეთ ყველაზე მთავარს – გამარჯვებას."

"პირადა, მე ვთვლი, რომ ყველაზე კარგად ჩვენ "ნიუკასლთან" გასვლით მატჩში ვითამაშეთ, და ასევე ის ფაქტიც, რომ ჩვენ არ გავუშვით "ვესტ ბრომვიჩთან" გოლი, მოგვმატა თავდაჯერებულობა.მართალია მე უფრო გამარჯვება მსურს, ვიდრე გოლების გაშვება.მცველი ვარ და არ მიყვარს, როდესაც გოლს მიტანენ, მაგრა ვთვლი, რომ აუცილებელია არა მარტო კარგი დაცვა, არამედ მთლიანი გუნდის კარგი თამაში."

წყარო:http://www.manutd.ru
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
31 დეკემბერი 2012 11:12
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
:D :D :D LD
0
№12
ავტორი: Vodafone
31 დეკემბერი 2012 11:40
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გუშინ ვთარგმნიდი ოფიციალურიდან და არ დამცალდა :D :D :D
0
№13
ავტორი: captain
31 დეკემბერი 2012 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მართლაც არ იღლება ეს კაცი და არც გვენახოს მოდუნებული, სეზონის დასაწყისში ცოტას ურევდა, მაგრამ ეხლა უკეთეს ფორმაშია აშკარად
0
№14
ავტორი: UTD-Rule
31 დეკემბერი 2012 17:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ევრა შენ გააგრძელე გოლების გატანა რა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№15
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 12:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მაგარი კაცია
0
№16
ავტორი: ebomaq
26 ივლისი 2016 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top