თბილისი:
მანჩესტერი:
29-08-2015, 23:09
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2477,
კომენტარები: 13
ოფიციალურად: ევანსი "ვესტ ბრომვიჩის" ფეხბურთელია
ირლანდიელი მცველი კარიერას "ვესტ ბრომში" გააგრძელებს
ოფიციალურად: ევანსი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ჩრდილო-ირლანდიელი მცველი, ჯონი ევანსი კარიერას "ვესტ ბრომვიჩში" გააგრძელებს.

ევანსი, რომელმაც "კაჭკაჭებთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ყოფილ თანაგუნდელებთან- დარენ ფლეტჩერთან და ბენ ფორსტერთან ერთად ითამაშებს.

ჯონი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წლიდან ირიცხება. მან მანჩესტერული კლუბის მაისურით 198 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა. ასევე, "წითლებთან" ერთად 6 ტიტულის: 3 პრემიერ ლიგის, 2 ლიგის თასისა და 1 კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მის მიღებას მოუთმენლად ველოდები. მე ახალი თანაგუნდელებიდან რამდენიმეს ვიცნობ, აქ გადმოსვლამდე მათთან ვისაუბრე, ბიჭებმა კი კლუბში დიდი რეკომენდაცია გამიწიეს." - აცხადებს ევანსი

"ჯონი კლუბისთვის შესანიშნავი შენაძენია. მას დიდი გამოცდილება აქვს და ის ჩვენთვის დიდი ფეხბურთელი იქნება. ევანსი სწორედ ის მოთამაშე გახლდათ, რომლის თამაშსაც დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ის ჩვენს გუნდში ითამაშებს." - განაცხადა "კაჭკაჭების" მთავარმა მწვრთნელმა ტონი პულისმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: vidic15
30 აგვისტო 2015 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
es iyo luis dapirebuli surprizi ? :D
0
№12
ავტორი: RedGirl
30 აგვისტო 2015 14:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ისე ტიპი 18 წელი მანჩესტერში იყო :/ კაია რომ წავიდა მაგისთვისაც ეგრე სჯობდა და გუნდისთვისაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Mufc7
1 სექტემბერი 2015 12:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არიიის gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top