"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა დენი უელბეკმა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდი" ის ადგილია სადაც მას სულ უნდოდა თამაში და ის ბედნიერია "წითლებში", მიუხედავად დიდი კონკურენციისა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა რამოდენიმე მატჩი ჩაატარა იმის გამო, რომ მას კონკურენციას უწევენ ჩიჩარიტო, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი. მიუხედავად ამისა ის მაინც ბედნიერია ამ გუნდში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად და მე აქ თამაშით დიდ გამოცდილებას ვიღებ. ასევე ვვარჯიშობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან და მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ"-განაცხადა უელბეკმა Daily Express-თან ინტერვიუში.