თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2012, 20:21
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2163,
კომენტარები: 13
"იუნაიტედის" მორიგი გამარჯვება.
მეოცე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ვესთ ბრომვიჩი" დაამარცხა საკუთარ სტადიონზე ანგარიშით 2–0...
მეცხრე წუთზე საკუთარ კარებში ჩაჭრილი გოლის შემდეგ "იუნაიტედი" თამაშს იგებდა, გოლი კი გარეტ მაკოლეიმ გაიტანა. მეორე გოლი კი "ეშმაკუნების" მხრიდან შეცვლაზე შემოსულმა, რობინ ვან პერსიმ გაიტანა."მანჩესტერ იუნაიტედი" აგრძელებს ჩემპიონატში ლიდერობას და მის უკან მდევარ მოწინააღმდეგეს "სიტის", შვიდი ქულით უსწრებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესთ ბრომიჩი" 2 – 0

გოლები:მაკოლეი, 9 წთ. (1–0. ავტოგოლი), ვან პერსი 90 წთ (2–0).

"მანჩესტერ იუნაიტედი":დე ხეა, სმოლინგი, ვიდიჩი, ჯონი ევანსი, ევრა, კერიკი, კლევერლი(სკოულზი 83), ვალენსია, კაგავა(ვან პერსი 66), ეშლი იანგი, ველბეკი.

"ვესთ ბრომიჩი":ბენ ფოსტერი, ჯონსი, მაკოლეი, ტამაში, რიჯველი, ტორნი, დორანსი(ფორტუნე 83), ოდემვინგე, როზენბერგ(ლუკაკუ 67), ბრანტი(მორისონი 75), ლონგი.

გაფრთხილება: ანტონიო ვალენსია, 63 წთ.

არბიტრი: ჯონ მოსი.

სტადიონი"ოლდ ტრაფორდი" 29.12.12

"ვესთ ბრომიჩი" ითვლება წლევანდელი სეზონის ერთ–ერთ აღმოჩენად. "შაშვებს" შეუძლიათ ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა თავდადებულად, რასაც "ჩელსისთან" გამარჯვებაც გვეუბნევა.ზოგადად "იუნაიტედის" მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა გამოხაtეს აღშფოთება სტივ კლარკის შეგირდების მიმართ და საქმეს ფრთხილად მოეკიდნენ.

მუნკუნიანელებმა ძალიან ბევრი ძალა დახარჯეს, ბოლოს ჩატარებულ მატჩში და სერ ალექსმა ამ მატჩისთვის შემადგენლობის გადახალისება ამჯობინა და თითქმის ყველა პოზიციაზე შეცვალა ყველაფერი "ნომერ პირველის" გარდა. "ვესთ ბრომიჩმა" არჩია კონტრ შეტევებზე თამაში, რაც მხოლო და მხოლოდ "იუნაიტედს" დაეხმარა, იმისდა მიუხედავად, რომ "წითლებს" ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელბი, რომლებიც არც ისე, ხშირად ხვდებიან, სასტარტო შემადგენლობაში, იმ წამსვე იგდეს ხელთ ინიციატივა. შეხვედრის 9–ე წუთზე "იუნაიტედის" სტანდარტული კომბინაიის შემდეგ, მარცხენა ფლანგიდან, ეშლი იანგის ჩვეული ჩაწოდების შედეგად, გარეტ მაკოული ცდილობს უსიამოვნებას აადრიდოს თავი და არ გაუშვას გოლი, მაგრამ მისდა საუბედუროდ ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრა.

გატანილი გოლის შემდეგ "ეშმაკებმა" თამაში ბოლომდე ხელთ იგდეს. შესანიშნავად ორგანიზებული "იუნაიტედი" ახშობდა "შაშვების" შეტევებს და არ აძლევდნენ, მათ რაიმეს გაკეთებას შეტევაში. კერიკმა და განსაკუთრებით კლევერლიმ კაგავასთან ერთად, თამაშს განსაკუთრბულად აკონტროლებდნენ, იმისდა მიუხედავად, რომ იაპონელი პირველად გამოჩნდა მინდორზე დიდი ხნის შემდეგ. მაგრამ ველბეკის გამოყენებით "იუნაიტედმა" ვერ შეძლო პირველივე ტაიმში გადაეწყვიტა მატჩი თავის სასარგებლოდ.

ჩვეულებრივი ხალხმრავლობით გამორჩეული "ოლდ ტრაფორდი", ძალიან ელოდებოდნენ ახალგაზრდა მოთამაშის გოლს, რომელიც მთელი თამაში არ გაჩრებულა, მაგრამ მას "ბოროტებამ" სძლია და პარტნიორებს ვეღარ ამჩნევდა, მას მხოლოდ თვითონ უნდოდა თამაში. 19–ე ნომრის გამტყუნება არ ღირს, რადგან ის, შემადგენლობაში იშვიათად, თუ მოხვდება და ძალიან ცდილობდა ფოსტერისთვის გოლის გატანას, ბევრი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ბევრის ვარაუდით ველბეკის ადგილზე, რომ ყოფილიყო ჩიჩარიტო, რომელიც გოლის გატანის კარგი ალღოთი გამოირჩევა, შეიძლება არაერთხელ დაელაშქრა "ვესთ ბრომიჩის" კარი.

როგორც ჩანს, მთავარმა არბიტრმა ლიდსიდან, რომელმაც სახიფათო ჯარიმა დადო "იუნაიტედის" კარის წინა, პირველი ტაიმის დასრულებამდე, თამაში გახადა მოსაწყენი, რადგან სულ ერთ კართან მიმდინარეობდა შეტევები, მაგრამ "ვესთ ბრომიჩმა" ამ საჩუქრით ვერ ისარგებლა. პირველი ტაიმის შემდეგ "იუნაიტედი" უკვე ინერციით უტევდა მეტოქეს, ვალენსია და კაგავა რიგროგბით ამოწმებდნენ ფოსტერის მეკარეობას და აიძულეს ფოსტერი, რამოდენიმე კარგი სეივი გაეკეთებინა.

დრო გადიოდა და "ვესთ ბრომიჩის" მოთამაშეები, იმის იმედს არ კარგავდა, "ოლდ ტრაფორდიდან" ქულა მაინც წამოეღოთ. დაღლისგან დასუსტებულმა "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა უფლება მსიცეს "ვესთ ბრომიჩის" ფეხბურთელებს, შეტევით გადმოსულიყვნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე. შეცვლიდან შემოსული ლუკაკუ თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო და პირველივე შეტევაზე გაარღვია "ეშმაკების" დაცვა, მაგრამ "იუანიტედმა" მაინც მოახერხა და გაანეიტრალა "შაშვების" თავდასხმა.

საბოლოოდ, ყველაზე რეალური შანსი ავტო გოლის ავტორს მიეცა, როდესაც მან დე ხეას კარის ხარიხას გაარტყა ბურთი, მაგრამ წესების დარღვევით. რაიმე არასასიამოვნო, რომ არ მომხდარიყო მატჩში სერ ალექსმა, მაინც მინდორზე ჰოლანდიელი თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი გამოუშვა, რომელმაც 90 წუთზე თავისი სიტვა თქვა და ტაბლოზე 2 – 0 ანგარიში დაფიქსირდა. ამით ვან პერსიმ, კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, ველბეკს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, ნამდვილმა ფორვარდმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოახერხა და გაიმარჯვა ძალზედ დაძაბულ მატჩში, რომელიც ანგარიშით 2 – 0 დასრულდა. მათ კარი მშრალად შეინახეს, რაც ძალიან იშვიათია ამ სეზონში. სერ ალექსის გუნდი კი ახალ წელს ცხრილის სათავეში ხვდება!


წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
31 დეკემბერი 2012 11:10
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ საღოლ
0
№12
ავტორი: ლადო
31 დეკემბერი 2012 11:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
Ví Ví ,
გაიხარეე)))
0
№13
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 12:20
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
მაგარი კაცია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top