"ბრიუგეს" მთავარმა მწვრთნელმა, მიშელ პრიუდომმა მომავალ მატჩზე ისაუბრა, სადაც მისი კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
"რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" მოგების შანსი უფრო დიდია. მაგრამ ინგლისურ ფეხბურთში ხშირია ისეთი სიტუაციები, სადაც აუთსაიდერი უგებს ფავორიტს. ინგლისის თასზე ასეთი რამ ძალიან ხშირად ხდება. უბრალოდ, საჭიროა, გამოვიყენოთ ჩვენი ყველა შანსი, შევეცადოთ, ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი. ვნახოთ, რა მოხდება ბოლოს.
"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე ახლა ზეწოლას განიცდის, რადგან მისგან ყველა მოგებას ელოდება. ჩვენ კარგად ვიცით ესეთი სიტუაციები, ბელგიელი ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ "ბრიუგე" ყოველთვის უნდა იგებდეს.
"მხოლოდ ისეთ მატჩებში, როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგე ასეთი დონის კლუბებია, როგორებიც არიან "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბარსელონა", "რეალ მადრიდი", ისინი ამბობენ:"კარგი, ამ შემთხვევაში თქვენ აუთსაიდერები ხართ"-განაცხადა პრიუდომმა.