ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ლუი ვან გაალმა განაცხადა იმის შესახებ, რომ დე ხეას პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში მონაწილეობის მიღება არ სურდა. ესპანელი კიპერი შემადგენლობის მიღმა დარჩა "დეზებთან" მატჩში და, დიდი ალბათობით, არც ბირმინგჰემელების წინააღმდეგ დაიცავს საკუთარი გუნდის კარს.
მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კვლავ სერხიო რომერო დაიცავს "წითელ ეშმაკბის" კარს, ვან გაალმა გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ სწორედ დე ხეას სურვილი იყო , არ მიეღო მონაწილიეობა "ტოტენჰემთან" მატჩში.
"ჩვენ გვყავს მეკარის მწვრთვნელი, ფრანს ჰოეკი. მე ყველაფერს მარტო არ ვუმკლავდები." აცხადებს ვან გაალი. "ფრანსს ჰქონდა შეხვედრა დავიდთან და ჰკითხა, უნდოდა თუ არა მატჩის ჩატარება. პასუხი უარყოფითი იყო. შემდეგ მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ჩვენ დავიდს ვესაუბრეთ და ის მთლიანად ემხრობოდა ჩემს გადაწყვეტილებას."
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო სპეკულაციები კვლავ აქტუალურია დავიდისა და "რეალ მადრიდს" შორის. "იუნაიტედი" კი ესპანელი კიპერის სანაცვლოდ 33 მილიონ ევროს ითხოვს.
დე ხეასთან დაახლოებული წყაროების თანახმად, დავიდს "ტოტენჰემთან" თამაში სურდა და ვან გაალის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციებზე განაწყენებულია.
"ჩვენ მას ვაკვირდებოდით მოსამზადებელი მატჩების დროს და ის არ იყო საკმარისად კარგი. იგი ძალიან განსხვავდებოდა იმ დე ხეასგან, რომელსაც ხალხი იცნობს. დავიდი ჩემთვის გასული სეზონის საუკეთესო, ხოლო ფანებისთვის ბოლო 2 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი იყო." დაამატა ვან გაალმა.