ალექს ფერგიუსონმა უარყო ნანისთან დაკავშირებული ყველა ჭორი და განაცხადა, რომ პორტუგალიელის გაყიდვას არ აპირებ. პორტუგალიელი მუხლის ტრავმას მკურნალობს, რამაც წარმოქმნა ჭორები, რომ ნანის უკვე აღარ აქვს მომავალი ოლდ ტრაფორდზე. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჭორია:” ის ახლა ტრამირებულია. ნანის ჯერაც აკავშირების კონტრაქტი კლუბთან. უნდა შევეცადოთ მისი გუნდში დატოვება, რადგან ის უფრო მეტს აძლევს გუნდს ვიდრე ბევრი სხვა ფეხბურთელი. ახლა ის ტრავმირებულია, ამიტომ ჩვენ მას დასვენების საშუალება მივეცით. ის ახლა დუბაიში ისვენებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი დაეხმარება მას გამოჯანმრთელებაში.
”ის არც ისე შორსაა დაბრუნებასთან როგორც ადრე, მაგრამ ჯერ მას ვერ დავეყრდნობით. ვფიქრობ ის მწყობრში იქნება იანვრის შუა რიცხვებისთვის. მას ახლა, როგორც ადრე მუხლის პრობლემა აქვს. არ მახსოვს, რომ მას ამდენი ტრავმა ჰქონოდა ოდესმე, თუმცა ახლა ის არაა მწყობრში, რაც ძალიან ცუდია.” როცა სერ ალექსს ჰკითხეს აქვს თუ არა მომავალი ნანის ოლდ ტრაფორდზე მან უპასუხა:” რა თქმა უნდა. რატომ გადაწყვიტეთ, რომ მე მისი გაშვება მინდა? შეიძლება ეს ჭორები მის ახალ კონტრაქტთანაა დაკავშირებული, თუმცა ამას დეივიდ გილი მიხედავს. მე არ ვიცი რომელ სტადიაშია ახლა მოლაპარაკებები. მის გაყიდვაზე საუბარი არასდროს არ ყოფილა. ფერგიუსონმა ასევე განაცხადა, რომ ლევანდოვსკის გაფორმებასთან დაკავშირებული საქმე მოლოდ ჭორია და სხვა არაფერი.