დღეს, თბილისის დროით 14:00 წუთზე , ჩემპიონთა ლიგის ყენჭისყრა გაიმართა, სადაც "იუნაიტედის" მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი.
"წითელ ეშმაკები" ფლეი-ოფის დასკვნით რაუნდში ბელგიურ "ბრიუგეს" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 18/19 აგვისტოს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 25/26 აგვისტოს შედგება.
აქამდე, "იუნაიტედმა" ფლეი-ოფის დასვკნით რაუნდში 2005 წელს იასპარეზა, სადაც ორი მატჩის ჯამში უნგრულ "დებრეცენს" 6-0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შეთხვევა, როდესაც "იუნაიტედი" და "ბრიუგე" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფში დაუპირისპირდებიან.