"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ეშლი იანგმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ინგლისელი ნახევარმცველი "იუნაიტედში" 2018 წლის ივნისამდე დარჩება.
ეშლის დებიუტი "იუნაიტედში" 2011 წელს შედგა. მას შემდეგ იანგმა 115 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 13 გოლი გაიტანა, 2013 წელს კი იანგი "იუნაიტედთან" ერთად პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდა.
ლუი ვან გაალის განცხადება: "მოხარულნი ვართ, რომ ეშლიმ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის არის მრავალფუნქციონალური ფეხბურთელი. მან თავი შთამბეჭდავად წარმოაჩინა, როგორც შემტევად, ასევე მისთვის უჩვეულო, ვინგბექის პოზიციაზე. ეშლი მუდამ პროფესიონალურად ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს, გარდა ამისა, ის არის შეუდარებელი გასახდელში."
ეშლი იანგი: "მოხარული ვარ, რომ ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. მე ვარ გუნდში, სადაც სულისკვეთება და მოტივაცია მუდამ მაღალია. ჩვენ ვაპირებთ, რომ მომავალი სეზონი დასამახსოვრებელი იყოს გულშემატკივრისთვის. ყველაფერი, რისი გაკეთებაც მსურს - ეს არის ფეხბურთის თამაში. "იუნაიტედი" არის ყველაზე დიდი კლუბი მსოფლიოში, რომელიც ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის"