”ნიუკასლთან” დრამტული მატჩის შემდეგ კლუბმა გამართა შედარებით მშვიდი მატჩი ”ვესტ ბრომთან”, რამაც სერ ალექსი ძალიან გაახარა.შოტლანდიელმა განმარტა, რომ მატჩის შედარებით დაბალი ტემპი დაღლილობის ბრალი იყო.მაგრამ ამის მიუხედავად ”სიტისთან” სხვაობა ისევ 7 ქულაა.”მოედნის საფარმა ხელი შეგვიშალა მაღალ ტემპში თამაშის დროს, ასევე გადაცემების შემთვევაშიც.ჩვენ მაღალ დონეზე ჩავატარეთ პირველი ტაიმი და მეორეშიც ვდომინირებდით მოედანზე.უნდა შევაქო ”ვესტ ბრომვიჩი”.მათ ყურები არ ჩამოუყრიათ და ბოლომდე იბრძოლეს.ასევე მათ კარგად ითამაშეს დაცვაში.მეორე ტაიმში მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა, ამიტომაც შემოვუშვი ვან პერსი და სკოულზი მოედანზე, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიგვეყვანა.რობინმა გაიტანა ლამაზი გოლი.საბოლოოდ ჩვენ კარგი მატჩი ვაჩვენეთ და რეზულტატიც გავიუმჯობესეთ.”
ვან პერსი და კაგავა
სერ ალექსი იყო ძალიან გახარებული შინჯი კაგავას დაბრუნებით, რომელმაც გამოტოვა 2 თვე ტრავმის გამო.ასევე ფერგიმ გამოყო ვან პერსის კარგი თამაში.”რობინი შესანიშნავი ფეხბურთელია.ის გამოვიდა მოედანზე და მატჩი ჩვენ სასიკეთოდ შემოატრიალა.როდესაც იგი ბურთს იღებს ყოველთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს გასაკეთებლად.შინჯი კარგად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში.ჩვენ არ უნდა მოგვეთხოვა მისთვის ბევრი., მან ხომ პირველი მატჩი ჩაატარა ბოლო თვეების განვმალობაში.მან კარგად თამაში.
ფილ ჯონსი და რაფაელი
სერ ალექსი იმედოვნებს, რომ შემდეგ მატჩში, ”უიგანის” წინააღმდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელები, ჯონსი და რაფაელი დაბრუნდებიან.”შემდეგ მატჩში შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ ფილ ჯონსი და რაფაელი.ჩვენ დავასვენეთ ჩიჩარიტო, ვან პერსი, სკოულზი და გიგზი.”უიგანმა” შესანიშნავად ითამაშა ”ასტონ ვილასთან” და მოიგო 3-0.ამიტომ ჩვენ ამ მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.”
ნანი
სერ ალექსმა, როგორც ჩანს დაუმსხვირა ყველა ოცნება ”არსენალს”, განაცხადა რა, რომ არ აპირებს გაყიდოს პორტუგალიელი ვინგერი.”ჩვენ არ გავუშვებთ ნანის.მას აქვს კონტრაქტი ჩვენთან და ჩვენ ვეცდებით მის შენარჩუნებას, ის ხომ ნიჭიერი მოთამაშეა.”