თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2015, 11:27
ავტორი: Mufc7,
ნანახია: 3651,
კომენტარები: 12
"იუნაიტედის'' სავარაუდო შემადგენლობა პრემიერ ლიგის სტარტისთვის
როგორი იქნება Skysports-ის ვარაუდით, ''იუნაიტედის'' შემადგენლობა პრემიერ ლიგის პირველი შეხვედრისთვის ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ.
''იუნაიტედს'' მიმდინარე ზაფხულს დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა აქვს. გუნდმა 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რითაც გაიზარდა შანსი პრემიერ ლიგის ტიტულის მოპოვებისა.
სავსებით შესაძლებელია, ''ოლდ ტრაფორდზე'' დიდი მისვლა-მოსვლა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე- 1 სექტემბრამდე გაგრძელდეს, მაგრამ კვირას გასამართი მატჩისთვის სავარაუდო შემადგენლობა ინგლისურმა გამოცემამ უკვე გამოაქვეყნა.

"იუნაიტედის'' სავარაუდო შემადგენლობა პრემიერ ლიგის სტარტისთვის

მეკარე

ლუი ვან გაალის განცხადებით, დავიდ დე ხეას მომავალი უფრო უკავშირდება არა ''იუნაიტედს'', არამედ- ''რეალს'', რომელიც 24 წლის მეკარეს მადრიდში დააბრუნებს. თუმცა, დე ხეა წინასასეზონო ტურნეზე გუნდთან ერთად ა.შ.შ-ში იმყოფებოდა და სავარაუდოა, რომ ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ გასამართ მატჩში კარში სწორედ მას ვიხილავთ. ვიქტორ ვალდესი ვან გაალის გეგმებში უკვე აღარ შედის. ხოლო რაც შეეხება, ''იუნაიტედის'' ახალწვეულს, სერხიო რომეროს, მას, ალბათ, სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ.

დაცვა

"იუნაიტედის'' სავარაუდო შემადგენლობა პრემიერ ლიგის სტარტისთვის

მატეო დარმიანი იმ ხუთი ახალწვეულიდან ერთ-ერთია, რომელიც ახალი სეზონიდან ''იუნაიტედის'' ღირსებას დაიცავს. იგი გუნდს ივლისში ''ტორინოდან'' შემოუერთდა. იტალიელს ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვიხილავთ, ხოლო მარცხენა ფლანგს ახალგაზრდა ლუკ შოუ ჩაიბარებს. დეილი ბლინდის პოზიციაზე ვან გაალმა საბოლოო არჩევანი გააკეთა და მიუხედავად იმისა, რომ ბლინდმა წინა სეზონი ნახევარმცველის პოზიციაზე ჩაატარა, ახლა უკვე მას ,როგორც ცენტრალურ მცველს ,ისე ვიხილავთ. რაც შეეხება კრის სმოლინგს, მან ჯონსთან შედარებით უფრო უკეთ ჩაატარა სეზონი და როხოს ტრავმის გათვალისწინებით, მისი ძირითადში დაყენების შანსებიც იზრდება.

ნახევარდაცვა

"იუნაიტედის'' სავარაუდო შემადგენლობა პრემიერ ლიგის სტარტისთვის

ახალი ''ეშმაკების''- ბასტიან შვაინშტაიგერისა და მორგან შნეიდერლინის სახით ''იუნაიტედმა'' ეს პოზიცია მკვეთრად გააძლიერა, მაგრამ მიუხედავად გაზრდილი კონკურენციისა, მაიკლ კერიკს შეუძლია, შეინარჩუნოს თავისი ადგილი გუნდში. კერიკთან ერთად ჩატარებული პრემიერ ლიგის მატჩებიდან ''იუნაიტედმა'' მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო. შესაძლებელია, კერიკს პარტნიორობა სწორედ შნეიდერლინმა გაუწიოს, რადგან წინასასეზონო ტურნეზე იგი შვაინშტაიგერზე უკეთ გამოიყურებოდა.

თავდასხმა

"იუნაიტედის'' სავარაუდო შემადგენლობა პრემიერ ლიგის სტარტისთვის

ვან გაალმა დაადასტურა თავისი გეგმა, აღადგინოს რუნი თავის პრივილეგირებულ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ახალ სეზონში და 29 წლის ფეხბურთელი კვირას სწორედ ამ პოზიციაზე მოგვევლინება. გუნდში ახალგადმოსულმა მემფის დეპაიმ წინასასეზონო ტურნე თავდამსხმელის უკან ჩაატარა, მოსალოდნელია, რომ ჰოლანდიელი სწორედ იმავე პოზიციაზე ვიხილოთ. ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ ხუან მატასა და ეშლი იანგს. გუნდს გამოაკდა ერთი ფეხბურთელი დი მარიას სახით, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალი სეზონიდან ''პსჟ''-ს ღირსებას დაიცავს.

სათადარიგო

ფილ ჯონსსა და ანტონიო ვალენსიას შეუძლიათ, თავდაცვითი პოზიცია ჩაიბარონ. ასევე, ანდერ ერერა, ადნან იანუზაი და პერეირა ვან გაალის განკარგულების ქვეშ იქნებიან. თამაშში ჩართვა შეეძლება ახალგაზრდა უილსონს, თავის გამოჩენის შანსი ექნება ხავიერ ერნანდესსაც.

წყარო: Skysports
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
6 აგვისტო 2015 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
De gea, darmian, smoling, jons, shou, kerik, erera, iangi, mata, depai, runi... Wyoba 4-2-3-1

Ogondac mata atianze mxolod...!
0
№12
ავტორი: VaRdo
6 აგვისტო 2015 21:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ერერა არ გამიბენჩოთ სირებოოოო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top