თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2015, 12:35
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 2437,
კომენტარები: 11
მატა: "მე მიყვარს გოლების გატანა, ეს კარგად გამომდის
მატა თავის გოლეადორობაზე საუბრობს.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის " ნახევარმცვლელმა, ხუან მატამ აღიარა, რომ მას უყვარს გოლების გატანა და ყოველი სეზონის დასაწყისში მიზნად ისახავს, რომ მინიმუმ 10-ჯერ შეძლოს მეტოქის კარის დალაშქვრა. გასულ სეზონში ხუანმა შეძლო პრემიერ ლიგის ეგიდით 9 გოლის გატანა 33 მატჩი.

"გუნდი რობინ ვან პერსიმ და ფალკაომ დატოვეს. მე ვცდილობ ყოველთვის გავიტანო, და ეს ყოველთვის გამომდის. ბავშობაში ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობდი, ნებისმიერ გუნდში მქონდა კარგი შედეგი გატანილი გოლებით. "მანჩესტერ იუნაიტედშიც" იგივე სიტუაციაა, მომავალ სეზონშიც ასევე იქნება - მე დავისახავ მიზანს, რომ გავიტანო გოლები და გუნდს დავეხმარო გოლების შექმნაში, ეს ჩემი მოვალეობაა.

ერთ სეზონში "ჩელსიში" ვიტანდი 21 გოლს, ხოლო "ვალენსიაში" - 14, ასე რომ, ნახევარმცველისთვის ყოველთვის კარგი შედეგი მქონდა. მე ყოველთვის ვცდილობ, გავიტანო მინიმუმ 10 გოლი ერთ სეზონში. გასულ სეზონში ეს თითქმის გამომივიდა. ახალი სეზონიდან ისევ დავიწყებ ახალი შანსის გამოყენებას, რათა გოლი გავიტანო გუნდისთვის.
- განაცხადა მატამ

წყარო: reddevils.ru
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Lee Sharpe
31 ივლისი 2015 13:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
წყობიდან გამომდინარე ამას ძირითადში ვერ ვხედავ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top