თბილისი:
მანჩესტერი:
19-07-2015, 21:17
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2966,
კომენტარები: 13
კავანიმ "იუნაიტედის" ინტერესს უპასუხა
კავანიმ "იუნაიტედის" ინტერესზე ისაუბრა.
კავანიმ
"პსჟ"-ს ურუგვაელი ფორვარდი, ედინსონ კავანი, ლორან ბლანის გუნდში საკუთარი როლით კმაყოფილი არ არის და ამის გამო ყვითელი პრესა მისი გუნდიდან წასვლაზე აქტიურად წერდა. ურუგვაელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი კი "იუნაიტედი" იყო.

თუმცა ფეხბურთელის აგენტმა, ვალტერ გულიელმონმა ყველა ჭორს პასუხი გასცა და განაცხადა, რომ მისი კლიენტი "პსჟ"-ში რჩებოდა. მეტიც, ფეხბურთელმა მწვრთნელისგან საკუთარ პოზიციაზე თამაშის გარანტია მიიღო.

"ამ ზაფხულს ედის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები ჰქონდა. ყველა დაინტერესებულ კლუბს მისი გამოყენება ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე სურდათ. მიუხედავად ამისა, იგი ამ წინადადებებს იგნორირებას უკეთებს, რადგან მან მწვრთნელისგან საკუთარ პოზიციაზე თამაშის გარანტია მიიღო.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ იბრაჰიმოვიჩი ბურთის ფლობის მიზნით მეტოქის საჯარიმოში ითამაშებს. პოზიცია კი ედის რჩება, როგორც ეს იყო გასული სეზონის ბოლოს. თუ ასე გაგრძელდა, იგი "პსჟ"-ში ძალიან ბედნიერი იქნება"
- განაცხადა აგენტმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში

წყარო: Fapl.ru
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
20 ივლისი 2015 00:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5878
General,
როგრო არ იქნება. ჩელსის მაგის გამო უჭირდა გამტანი რო არ ყავდა წესიერი. ისედაც მომენტებს ვერ ქმნიან და ცხრიანის გარეშე კატასტროფა იქენბა.
0
№12
ავტორი: GeorgeBest
20 ივლისი 2015 01:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Malboro463,
რუნი გვყავს და ჩელსისნაირად უფორვარდოდ ნაღდად არ ვართ

რუნი როცა უკან დაწეულია მასინ უფრო მაგარ შედეგს დებს მარა როცა ესეტი ნახევარდაცვა იქნება მაგის უკან გაიტანს კიდეც. მთავარი პოზიცია დაცვაა
0
№13
ავტორი: AkkRed
20 ივლისი 2015 11:30
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მარტო თავდასხმით კი არაა დაცვას გვჭირდება, ჯერ გარანტირებული გყვავდეს მოყვანილი ცენტრალური მცველი და მერე ფორვარდის პოზიციაზეც შეიძლება ფიქრი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top