რაფაელ და სილვას აგენტმა, კასიანო პერეირამ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის გეგმებში მისი კლიენტი არ შედის და ამის შესახებ ბრაზილიელს უკვე აცნობეს.
"რომა" კარგზე უკეთესი ვარიანტია რაფაელისთვის და მასთან მოლაპარაკებების წარმოებით მოხარულები ვართ. მისი კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2016 წლის ივნისში იწურება და ვან გაალმა უკვე უთხრა, რომ მის გეგმებში არ შედის. ამგვარად, ფეხბურთელს წასვლა სურს და მოლაპარაკებებს რამდენიმე კლუბთან ვაწარმოებთ".
"ფიორენტინა" - რა თქმა უნდა, კიდევ ერთი კლუბი, რომელიც ასევე მოგვწონს. თუ მათგან მივიღებთ ზარს, მოხარულები ვიქნებით საკითხის განხილვით. რაფაელი ძალიან დაინტერესებულია იტალიაში გადასვლით".
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი და ვიქტორ ვალდესი აშშ-ს ტურნეზე "იუნაიტედთან" ერთად არ გაემგზავრნენ.