"მანჩესტერ იუნაიტედი" მოხარულია გაცნობოთ, რომ მიუნხენის "ბაიერნიდან" ბასტიან შვაინშტაიგერი 14 მლნ. ფუნტად შეიძინა. გერმანელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
2002 წლის ნოემბერში სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ 30 წლის შვაინშტაიგერმა "ბაიერნის" მაისურით ჩატარებულ 500 მატჩში 70 გოლი გაიტანა. "ალიანს არენაზე" გატარებული პერიოდის განმავლობაში ბასტიანმა 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ბუნდესლიგის 8 მედალი. გერმანელს ნაკრებში 111 მატჩი აქვს ჩატარებული და ამჟამად გუნდის კაპიტანია.
ბასტიან შვაინშტაიგერი: "მიუნხენის "ბაიერნში" გატარებული დროით ვისიამოვნე, გასაოცარი მოგზაურობა იყო და გადაწყვეტილება ადვილად არ მიმიღია. "მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი კლუბია, რომლის გამოც "ბაიერნს" დავტოვებდი. ამ ყველაზე ამაღელვებელი გამოწვევისთვის მზად ვარ, რასაც მსოფლიოს ურთულესი ლიგა ჰქვია და ლუი ვან გაალთან მუშაობას კვლავ მოუთმენლად ველოდები.
"ბაიერნში" გატარებულ დროს არასდროს დავივიწყებ და გულშემატკივარსა და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც დიდებული დრო გამატარებინა"
ლუი ვან გაალი: "ბასტიანი, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობი არ არის. "ბაიერნში" მასთან ერთად ვმუშაობდი და ნამდვილად მოხარული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედშიც" შემომიერთდა. მისი შედეგები თავისთავად მეტყველებს. საკლუბო და სანაკრებო დონეზე მან ყველაფერი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების განუყოფელი ნაწილი იყო.
ბასტიანი გიგანტური ნიჭის მფლობელია და ეჭვი არ არსებობს, რომ მას თამაშის კონტროლი შეუძლია. უდიდეს გამოცდილებას გვძენს და გუნდისთვის შესანიშნავი დანამატია".