ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, რაფაელ და სილვას აგენტი ადასტურებს, რომ თავისი კლიენტი შესაძლოა, ნიკო გაიტანის ტრანსფერში იქნას ჩართული.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ბრაზილიელმა მცველმა მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში. თუმცა მისი შანსები მომდევნო სეზონში შეიძლება, უფრო შემცირდეს, რადგან "იუნაიტედმა" მატეო დარმიანი შეიძინა.
პორტუგალიური გაზეთი Record იტყობინება, რომ "იუნაიტედი" მზად არის, რაფაელი "ბენფიკასთან" შეთანხმების მისაღწევად გამოიყენოს, ფეხბურთელის აგენტი კი ამას ადასტურებს.
"ბენფიკა" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაიტანის თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ერთ-ერთი წინადადება "ბენფიკაში" რაფაელის გადასვლას გულისხმობს", - განაცხადა ბრაზილიელის აგენტმა, კასიანო პერეირამ.