ჯეიმი კარაგერს არასდროს სწყალობენ "იუნაიტედის" ქომაგები, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ Twitter-ზე წერს.
ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბასტიან შვაინშტაიგერი გადაიბირა, "წითელი ეშმაკების" გულშემატკივარი არნახული ოპტიმიზმით შეხვდა.
ბასტიანი არის ფეხბურთელი, რომელმაც კლუბსა და ნაკრებთან ერთად ყველაფრის მოგება შეძლო და გააძლიერებს პოზიციას, რომელზეც "იუნაიტედს" პრობლემები ექმნებოდა.
თუმცა, სადაც ოპტიმიზმია, იქვეა კარაგერიც, რათა ის მიწაზე დაანარცხოს.
"ლივერპულის" ლეგენდამ 30 წლის ფეხბურთელის შესახებ დაწერა: "ხუმრობთ? კარგავთ საუკეთესო ფეხბურთელს (დე ხეა) და იძენთ მოთამაშეს, რომლის საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა? უფრო ბედნიერი ვერ ვიქნები!"
ეს რომ არ აღმოჩნდა საკმარისი, კარაგერმა დაამატა: "გმადლობთ, მე ტაქტიკური კუთხით ვსჯი, ამის სანაცვლოდ კი, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან შეურაცხყოფას ვიღებ! ტაქტიკის არაფერი გაგეგებათ".