"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, რობინ ვან პერსის ტრანსფერი "ფენერბაჰჩეში" - დასრულდა.
"ფენერბაჰჩეს" აღმასრულებელმა დირექტორმა, აზიზ ილდირიმმა განაცხადა, რომ მოლაპარაკება პარასკევს დასრულდა, ჰოლანდიელი ფორვარდი კი კვირას კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდება სტამბულში.
"შუაღამემდე ძალიან ბევრს ვშრომობდით. 5 ფაქსი გავაგზავნეთ და 6 მივიღეთ, საბოლოოდ კი ყველაფერი დასრულებულია.
ვან პერსის ტრანსფერი შედგა და "ფენერბაჰჩეს" კიდევ ერთი ვარსკვლავი შეუერთდება", - განაცხადა აზიზმა გაზეთ Hurriyet-თან ინტერვიუში.
სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი რობინმა ინგლისში გაიარა და სუპერ ლიგის გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად დასადასტურებელია.