"მანჩესტერ იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ მორგან შნეიდერლინს იქამდე გადაიბირებს, სანამ წინასასეზონო ტურნე დაიწყება.
"წმინდანების" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა უკვე განაცხადა, რომ ის ხელს არ შეუშლის 25 წლის ფეხბურთელს იმ შემთხვევაში, თუ "იუნაიტედის" წინადადება მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
"იუნაიტედის" პირველი წინადადება, რომელიც 20 მილიონს მოიცავდა, "საუთჰემპტონმა" დაბლოკა, თუმცა Manchester Evening News-ის თქმით, ამ კვირაში ორივე მხარე მისაღებ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მომავალ კვირას "იუნაიტედი" თავის პირველ წინასასეზონო შეხვედრას გამართავს კლუბ "ამერიკის" წინააღმდეგ. "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ამ მატჩში ლუი ვან გაალს 25 წლის ფრანგი ნახევარმცველის გამოყენება შეეძლება.