თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2015, 16:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3104,
კომენტარები: 11
დარმიანი ტურინელებს დაემშვიდობა
მატეო დარმიანმა "ტორინოს" გულშემატკივრებს წერილი მისწერა.
დარმიანი ტურინელებს დაემშვიდობა
მატეო დარმიანი, რომელიც უახლოეს დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება, "ტორინოს" გულშემატკივრებს წერილით დაემშვიდობა.

"ფანტასტიკური 3 წლის შემდეგ, დრო მოვიდა, ტურინი დავტოვო.

ბრწყინვალე სამი წელი, რომლის განმავლობაში ვისწავლე თამაში, გავერთე და ვისწავლე ცხოვრება! ეს ყველაფერი თანაგუნდელებისა და ჩემი გულშემატკივრების დამსახურებაა, რომლებიც ასეთი გახდნენ, ასევე ბატონი ვენტურასი, რომელიც მწვრთნელზე მეტია, ჩემი მეორე მამაა.

ამჟამად სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ ვტირი. გახსოვდეთ, რომ ტურინს ვტოვებ მომავალი კარიერული არჩევანის გამო და არა იმიტომ, რომ მოღალატე ვარ. ტურინი ყოველთვის იქნება ჩემი მეორე სახლი. მთელს გუნდსა და გულშემატკივრებს წარმატებას ვუსურვებ.

ეს არ არის დამშვიდობება, რადგან ისევ შეგხვდებით. ამ სამი წლის განმავლობაში დავბრუნდით A-ში, მოვიგეთ "იუვენტუსის" წინააღმდეგ 20 წლის შემდეგ და დავუბრუნდით ე.წ. ევროპის ლიგას. ვფიქრობ, სუფთა სინდისით მივდივარ, ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს. ამ გუნდისთვის გულსა და სულს ვდებდი. პატივი იყო "ტორინოს" რიგებში თამაში და რამდენიმე მატჩში კაპიტნად ყოფნა!

ვფიქრობ, სიყვარული, რომელიც ამ კლუბს მივეცი, უკან დამიბრუნდება რაღაც ნაწილით.
ყველაფრისთვის გმადლობ, ტურინ!

მატეო დარმიანი."

ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
9 ივლისი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
კლაონს და ამას თუ შევადარებთ სხვადასხვა პლიუსები ორივეს აქვს მარა ჯსაბოდ ამის ტრანსფერი უფრო უკეთესია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top