SkySports: "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის მოისმინოს წინადადებები რაფაელის მსურველი კლუბებისგან და მისაღები შემოთვაზების შემთხვევაში ტურნემდე გამოემშვიდობოს ბრაზილიელს.როგორც სხვადასხვა გამოცემები იტყობინებიან, "იუნაიტედის" მარჯვენა მცველის შეძენით "ნაპოლი", "გალათასარაი" და "ფიორენტინა" ინტერესდებიან.
07/07
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, ტომ თორპი კარიერას ჩემპიონშიპის გუნდში, "როტერჰემში" გააგრძელებს.06/07
Sky Sports: "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰარი კეინის თაობაზე "ტოტენჰემისთვის" არასდროს მიუმართავს და ამის შესახებ გავრცელებული ცნობები მხოლოდ ჭორებია.05/07
dailymail: სერხიო რამოსმა კითხვას, აწარმოებდა თუ არა ვინმესთან მოლაპარაკებებს, უპასუხა: "არა, არავისთან არ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს", თუმცა მადრიდის "რეალთან" დაკავშირებულ მომავალზე კომენტარის გაკეთება იუარა.05/07
SkySport: "მანჩესტერ იუნაიტედი" იტალიური "ტორინოს" მარჯვენა მცველით, მატეო დარმიანით, ინტერესდება და სავარაოდოდ რამდენიმე დღეში ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებენ, ლაპარაკია 20 მილიონ ევროზე. 25-წლის იტალიელის შეძენა "ნაპოლის" და "იუვენტუსსაც" სურთ.05/07
SkySport: თუკი Guardian-ს დავუჯერებთ, "იუნაიტედმა" ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გააკეთა მორგან შნეიდერლენის ტრანსფერის თაობაზე, როგორც ჩანს, ლუი ვან გაალი ყველანაირად ეცდება ფრანგის გადმობირებას.შეგახსენებთ, რომ პირველი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც "საუთჰემპტონი" ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს მიიღებდა, "წმინდანებმა" დაბლოკეს.
04/07
SkySport: "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი შემტევი, რობინ ვან პერსი, თურქეთში გადაბარგებასთან ახლოს არის, "ბეშიქთაშთან" ვერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ საქმეში კიდევ ერთი გრანდი "ფენერბაჰჩე" ჩაერთო. 31-წლის ფეხბურთელის მოხიბლვა თურქებმა კარგი კონტრაქტით შეძლეს, თუკი კლუბებს შორის შეთანხმება გაფორმდა და რობინი თურქეთში გაემგზავრება, იგი 4 წელში 5 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.04/07
TalkSPORT: რობინ ვან პერსიმ "ბეშიქთაშში" გადასვლაზე უარი განაცხადა.04/07
Liverpool Echo: "ევერტონი" კვლავ აგრძელებს ადნან იანუზაის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე დაკვირვებას.04/07
theguardian: "მანჩესტერ იუნაიტედი" უარს ამბობს დავიდ დე ხეას გაშვებაზე, თუ სერხიო რამოსის შეძენას ვერ მოახერხებს.04/07
M.E.N.: "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი და "ჰალ სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელი, სტივ ბრიუსი ჯეიმს უილსონის შეძენით ინტერესდება.03/07
dailystar: "მანჩესტერ იუნაიტედს" ნანის სანაცვლოდ 5 მლნ. ევროს მიღება არ აკმაყოფილებს და 5 მლნ. ფუნტს ითხოვს.03/07
ESPN: "ნიკოლას ოტამენდი რამოსის შემცვლელი არ გახდება, სანამ სერხიო მოიფიქრებს თუ სად გააგრძელებს კარიერას, ჩემი კლიენტი უკვე ახალ გუნდში იქნება."- განაცხადა არგენტინელი მცველის აგენტმა.03/07
"ნანი სტამბულში კვირას ჩამოფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის"Nani will be in Istanbul on Sunday for medical check up.
— Fenerbahce_EN (@Fenerbahce_EN) July 2, 201503/07
""ფენერბაჰჩემ" ლუის ნანისთან და მის ამჟამინდელ კლუბთან "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაიწყო მოლაპარაკება ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე." Fenerbahce has begun to talks with Luis Nani and his club Manchester United to transfer the player.
— Fenerbahce_EN (@Fenerbahce_EN) July 2, 201503/07
Bild: ტომაშ მიულერი: "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი კონტრაქტი 2019 წელს იწურება, ასე რომ, სპეკულაციებთან დაკავშირებით მეტი არაფრის თქმა აღარ მინდა".02/07
De Telegraaf: ლუი ვან გაალი სერხიო რამოსის შეძენას აღარ ეცდება და "ლაციოდან" სტეფან დე ვრეის გადაბირებას აპირებს.02/07
Evening Standard: "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი სამიზნე, კრისტიან ბენტეკე "ლივერპულში" გადასვლას ამჯობინებს.02/07
The Guardian: არდა თურანმა "მანჩესტერ იუნაიტედს" "ჩელსი" ამჯობინა და მომდევნო სეზონიდან კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" გააგრძელებს.02/07
The Guardian: რადამელ ფალკაომ ლონდონის "ჩელსისთან" ოფიციალური შეთანხმება გააფორმა, რომელიც 2016 წლამდე იქნება მოქმედი და "ლურჯებს" გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.02/07
BBC: სერხიო რამოსი, მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს "რეალს" თუკი "იუნაიტედში" მოუწევს თამაშის გაგრძელება, აცხადებს კლუბის ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი:"ვიცი, რომ სერხიომ კლუბის გენერალურ მენეჯერს სთხოვა "იუნაიტედის" შემოთავაზება განეხილა. მას მხოლოდ "იუნაიტედში" სურს წასვლა.
აქ მხოლოდ ფულში არ არის საქმე, რამოსი ვერ გრძნობს რომ "რეალში" მას აფასებენ."
01/07
Daily Mail: ლუიშ ნანი მოლაპარაკებებს თურქულ "ფენერბაჰჩესთან" აწარმოებს და როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, შეთანხმება თითქმის შედგა. პორგუგალიელი ვინგერი კლუბს კვირის ბოლოს გამოიცვლის და "იუნაიტედი" მის სანაცვლოდ £3,5 მილიონს მიიღებს.01/07
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველი, საიდო იანკო, შოტლანდიაში გადაბარგდა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "სელტიკს" შეუერთდა. საიდომ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ მას ოფიციალურად წარადგენენ.Saidy Janko http://t.co/ldb7eSTm3D (NM) pic.twitter.com/pUH3KKE4Pw
— Celtic Football Club (@celticfc) July 1, 201501/07
Skysports: ბასტიან შვაინშტაიგერი კვლავ დილემის წინაშეა, მას "ბაიერნში" დარჩენა საბოლოოდ არ გადაუწყვიტავს, აცხადებს კლუბის დირექტორი მატიას სამერი: "ჯერ კიდევ არაფერია გამორიცხული, ჩვენ ხომ გიჟურ გარემოში ვცხოვრობთ.
მან ღიად განაცხადა, რომ თავს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურად თვლის, თუმცა უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება. ჩვენც ველოდებით."
01/07
DailyMirror: "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ იმ შემთხვევაში გაზრდის შეთავაზებას რამოსისთვის, თუ იგივეს მადრიდის "რეალი" გააკეთებს დავიდ დე ხეასთვის.01/07
"ლივერპულმა" საბოლოოდ დაადასტურა ნათანიელ კლაინის ტრანსფერი. ყოფილმა "წმინდანმა" მერსესაიდულ კლუბთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, "საუთჰემტონმა" მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტი მიიღო, 2,5 მილიონს ბონუსი იქნება.Read the full story on Nathaniel Clyne signing a long-term #LFC contract here: http://t.co/jcFQbdcSs7 pic.twitter.com/J9SEOg24bY
— Liverpool FC (@LFC) July 1, 201501/07
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა სამიზნემ, ილკაი გუნდოგანმა, დორტმუნდის "ბორუსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2017 წლამდე დარჩება.BVB verlängert Vertrag mit @Guendogan8 http://t.co/nx7f9gpb4N pic.twitter.com/znDcbarjqO
— Borussia Dortmund (@BVB) July 1, 201501/07

