თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2012, 18:07
ავტორი: love united,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 13
სერ ალექსი ჩიჩარიტოზე საუბრობს
ფერგიუსონი: "ჩიჩარიტო მისაბაძია ყველა ახალგაზრდისთვის."
სერ ალექსი ჩიჩარიტოზე საუბრობს
ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ჩიჩარიტო საუკეთესო მაგალითია ახალგაზრდა ფორვარდებისთვის.მექსიკელმა კვლავ გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი ”ნიუკასლის” კარში და ამით კიდევ უდრო გააოცა ლეგენდარული შოტლანდიელი სპეციალისტი.

”ხავიერი ყოველთვის ცდილობს გაიტანოს გოლი და უმეტესად მას ეს გამოსდის. როდესაც იგი მოედანზე გადის, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი შექმნის რაიმე ღირებულს.მას უკვე აქვს გატანილი 10 გოლი, იმის მიუხედავად, რომ უმეტესად შეცვლებზე შემოდის. ის ძირითადში ხშირად ვერ ხვდება, წინა ტურის მატჩი მისთვის მე-5 იყო, როდესაც მან თამაში თავიდანვე დაიწყო, მაგრამ ამას არ აქვს გავლენა მის შედეგიანობაზე.”ნიუკასლის” მეკარემ გააკეთა შესანიშნავი სეივები, მაგრამ ჩიჩამ მაინც მოახერხა თავის გამოჩენა. იგი ამჟღავნებს შესანიშნავ მონდომებას და ენთუზიაზმს.ის არის საუკეთესო მაგალითი ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც უნდა ითამაშოს უმაღლეს დონეზე ფეხბურთი.ხავიერი ყველა ვარჯიშს საუკეთესოდ ატარებს.”-განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.

ხავიერმა, თავის მხვრივ გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ იგი ნამდვილად არ არის გმირი. მან დაამატა,რომ უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს.”არ შეიძება ნერვიულობა ყველა გაფუჭებული მომენტის გამო.ასე შენ ვერ შეძლებს კონცენტრაციას.იდეალურად ვერავინ ვერ თამაშობს.არავის შეუძლია 5 დარტყმიდან 5 გოლი გაიტანოს, სწორედ ამაშია ფეხბურთის მშვენიერება.ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ შევძელით 3 ქულის მოპოვება და ”სიტითან” სხვაობა უკვე 7 ქულაა.”

”შეეკითხეთ ნებისმიერ ფეხბურთელს მსოფლიოში, სურთ თუ არა ითამაშონ ხშირად კლუბში და ისინი გიპასუხებენ, რომ სურთ. ჩვენ კლუბში კონკურენცია დიდია. ”იუნაიტედი”-უდიდესი გუნდია მსოფლიოში. არ დაგავიწყდეთ, რომ, ჩვენ გვყავს 5 მაღალი დონის ფორვარდი, რომლებიც იბრძვიან ძირითადი ადგილისთვის. მე თუ მინდა ვიყო ძირითადი გუნდის წევრი უნდა დავამტკიცო, რომ არცერთს არ ჩამოვუვარდები.”
-ასეთი კომენტარი გააკეთა ახალგაზრდა მექსიკელმა.

წყარო:http://redevils.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Amanda Seyfried
28 დეკემბერი 2012 20:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
გიჟეა ჩიჩა love
0
№12
ავტორი: Ví Ví
28 დეკემბერი 2012 21:43
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
მექსიკელი ბიჭუნა :D ჩიჩაააააააააააააააააა
0
№13
ავტორი: buka oboladze
29 დეკემბერი 2012 01:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სკამის ფეხბურთელიაჩიჩა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top