"იუნაიტედი" და "პსჟ" ფეხბურთელებს გაცვლიან.
ედინსონ კავანის პარიზში მოღვაწეობა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ მოუხდა, შესაბამისად, გამოცემები დღემდე არ წყვეტენ საუბარს ურუგვაელის კლუბიდან წასვლის თაობაზე.
the Star–ის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, ანხელ დი მარია შესთავაზოს პარიზულ კლუბს, რათა ედინსონ კავანი თავიანთ რიგებში იხილონ.
გრძელდება სპეკულაციები დი მარიას მომავალთან დაკავშირებითაც, მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელმა ნათლად გამოთქვა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის და ბრძოლის გაგრძელების სურვილი, ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ. ეს ყველაფერი კი მისმა ცუდად ჩატარებულმა სეზონმა განაპირობა.
დი მარიას პსჟ-ს გარდა, "მიუნხენის ბაიერნსა" და "ბარსელონასაც" უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს იგი კლუბის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.
რაც შეეხება ურუგვაელ თავდამსხმელს, ამჟამად იგი ვან გაალის ნომერ პირველი არჩევანია, რადგან ჰარი კეინი არ აპირებს "ტოტენჰემის" დატოვებას, ხოლო კრისტიან ბენტეკეში "ასტონ ვილა" მეტის გადახდას ითხოვს. მის გადმოსაბირებლად კი "იუნაიტედი" მზადაა, არგენტინელ ვინგერს შეელიოს.
კავანის ანგარიშზე 34 გატანილი ბურთია პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 65 მატჩში.
წყარო:
sportsmole.co.uk