"ევერტონი" ყურადღებით აკვირდება ადნან იანუზაის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას და შანსის გამოყენებას აპირებს.
20 წლის ადნანი, რომელიც "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელის დევიდ მოიესის საყვარელი მოთამაშე იყო, გასულ სეზონში, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ოთხჯერ გამოჩნდა. აშკარაა, რომ ასეთი შეზღუდული სათამაშო დრო ბელგიელს არ აკმაყოფილებს.
მიმდინარე ზაფხულს გავრცელდა ხმები, რომ თუ ადნანი არ გაიყიდება, ის სხვა კლუბის რიგებში იჯარის წესით გადაბარგდება. წყაროების თანახმად, "ევერტონი" მზად არის იანუზაის იჯარის წესით აყვანაზე - იუწყება "Liverpool Echo".
"ევერტონი" ჯერ კიდევ იანვრის თვეში ცდილობდა ადნანის იჯარით შეძენას. როგორც მოგეხსენებათ, ლივერპულელთა მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ადნან იანუზაის დიდი გულშემატკივარია.