თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2015, 00:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4204,
კომენტარები: 11
"იუნაიტედმა" "რეალისგან" პასუხი მიიღო
მადრიდის "რეალმა" "იუნაიტედის" შეთავაზებას პასუხი გასცა.
მადრიდის "რეალმა" სერხიო რამოსის ტრანსფერის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი 35 მლნ. ფუნტიანი შეთავაზება არ მიიღო.

"წითელმა ეშმაკებმა" ხუთშაბათს 29-წლის მცველის ტრანსფერის თაობაზე მადრიდულ გრანდს უკვე მიმართეს, რადგან კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული ცუდი დამოკიდებულებით სარგებლობა სურთ.

რამოსს "რეალისგან" შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებს და ნაცვლად იმისა, რომ "იუნაიტედის" მხრიდან მისდამი გამოჩენილი ინტერესი მანიპულირებისთვის გამოიყენოს, ესპანელი "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ამჯობინებს.

მადრიდული გრანდი რამოსთან მოლაპარაკებების გამართვას ეცადა, მაგრამ სერხიო კლუბში დარჩენას აღარ აპირებს და ამის შესახებ მისმა წარმომადგენლებმაც განაცხადეს.

იმისათვის, რომ ვან გაალმა რამოსი თავის გუნდში გადაიბიროს, 35 მლნ. ფუნტზე მეტის გადახდა მოუწევს, "რეალის" ფეხბურთელს კი თავისი სამომავლო კარიერის გადაწყვეტა 10 ივლისამდე სურს, სანამ "გალაქტიკოსი" წინასასეზონო ტურნეს გასამართად აუსტრალიაში გაემგზავრება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 ივნისი 2015 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ესენი ხო ვერ ძღებიან ფულით რაა areyoukiddingme
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top