თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2012, 14:41
ავტორი: Esi,
ნანახია: 2137,
კომენტარები: 11
მანჩესტერ იუნაიტედმა ბებე რიუ-ავეში გაანათხოვრა
მანჩესტერ იუნაიტედის 22 წლის თავდამსხმელი ტიაგო მანუელ დიას კორეია იგივე ბებე, სეზონის ბოლომდე "რიუ ავეს" შემადგენლობაში ითამაშებს...
მანჩესტერ იუნაიტედმა ბებე რიუ-ავეში გაანათხოვრა
მანჩესტერ იუნაიტედმა სეზონის ბოლომდე ბებე პორტუგალიაში,კერძოდ კი რიუ-ავეში გაანათხოვრა.

მანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიელი შემტევი 2010 წლის აგვისტოში შეიძინა და მასში 7.5 მილიონი ევრო გადაიხადა.ეს ტრანსფერი კი სერ ალექს მისმა ყოფილმა თანაშემწემ კარლოს კეირუშმა ურჩია და შოტლანდიელმა ტრანსფერი ისე განახორციელა, მომავალი შეგირდის თამაში ერთხელაც არ ჰქონდა ნანახი. ბებე დიდი იმედებით გადავიდა წითელ ეშმაკებში,მაგრამ ეს იმედები საბოლოოდ არ გამართლდა.

2010-11 წლების სეზონში ბებემ მანჩესტერის მაისურით 7 შეხვედრა ითამაშა და 2 გოლიც გაიტანა,შემდეგ ის თურქულ კლუბ ბეშიქთაშში გაანათხოვრეს,სადაც ძირითადად ტრავმის მოშუშებით იყო დაკავებული.ბეშიქთაშში მან 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო,რის შემდეგაც ის კვლავ მანჩესტერში დაბრუნდა,მაგრამ არც ერთი შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა,რის შემდეგადაც კლუბმა გადაწყვიტა მისი კიდევ ერთხელ განათხოვრება.

ბებეს განცხადებით იგი მოუთმენლად ელოდება თუ როდის დაბრუნდება სამშობლოში და ითამაშებს რიუ-ავეში.

"მე მოუთმენლად ველოდები თუ როდის ჩავფრინდები სამშობლოში.რამდენიმე წლის წინ მე მქონდა სერიოზული ტრავმა,რამაც ზეგავლენა იქონია ჩემს კარიერაზე,მაგრამ მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ახლა მე სრულიად ჯამრთელი ვარ."

"მე ყოველთვის ვვარჯიშობ და სამშობლოში დავბრუნდი იმიტომ,რომ ვანახო ყველას თუ რა შემიძლია მე"
-დაასრულა პორტუგალიელმა


წყარო:The Sun
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
28 დეკემბერი 2012 22:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
წარმატებები ზმა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top