დავიდ დე ხეა "რეალში" ერთადერთ შემთხვევაში გადავა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარეს, დავიდ დე ხეას დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებენ მადრიდის "რეალში" გადასვლას.
24-წლის ესპანელს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი რჩება, თუმცა ახლის გაფორმებას ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს და როგორც ჩანს, არც აპირებს.
დე ხეა დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში "რეალში" ითამაშებს და მიუხედავად იმისა, რომ იკერ კასილიასმა ბოლომდე ბრძოლისთვის მზადყოფნა გამოხატა, კლუბის პირველ მეკარედ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესს აირჩევს.
ამასთან, "რეალის" ნომერ მეორე მეკარემ, კეილორ ნავასმა კოსტა-რიკას რიგებში ასპარეზობისას ტრავმა მიიღო და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს ის გამოჯანმრთელებას.
თუმცა დე ხეას მოვლენათა ასე განვითარება ვერ არწმუნებს, რომ არჩევანს მასზე შეაჩერებენ, ამიტომ "რეალს" იკერ კასილიასის გაყიდვა მოსთხოვა, რათა გარანტიები მიეღო.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იკერმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "კრისტალ პალასთან".
წყარო:
express.co.uk