თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2012, 14:15
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 11
Boxing day-ს საუკეთესო მატჩები. ნაწილი 2
"იუნაიტედის" საუკეთესო მატჩები საშობაო პერიოდში
Boxing day-ს საუკეთესო მატჩები. ნაწილი 2
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კიდევ 6 საუკეთესო მატჩს, რომელიც იუნაიტედმა ჩაატარა საშობაო პერიოდში.

31/12/1892: ნიუტონ ჰითი 7-1 დერბი ქაუნთი
მხოლოდ 3000 მაყურებელი ესწრებოდა ნორს როუდზე ნიუტონ ჰითის სადებიუტო მატჩს ლიგაზე, ვერძების წინააღმდეგ. ნიუტონ ჰიტმა 7-ჯერ მოახერხა გოლის გატანა ბობ დონალდსონისა და ალფ ფერმანის ჰეთრიკების წყალობით, ერთი გოლით გამოირჩა ტომ ფიტზიმონსიც. თუმცა ანაგარიში უკეთესი იქნებოდა მსაჯს 4 გოლი რომ არ წაერთვა მასპინძლებისთის.

01/01/1989 მანჩესტერ იუნაიტედი 3-1 ლივერპული
დაძაბული საახალწლო ქარ-ცეცხლი, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაში შეიჭრა, ფანების სიღერა და წარმოუდგენელი გოლების პერიოდი 70-დან 77 წუთამდე. ჯონ ბარნესმა მერსესიდელები წინ გაიყვანა, ბრაიან მაკკლაირს კი მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა, რომ ანგარიში გაეთანაბრებინა შესანიშნავი დარტყმით. შემდეგ მარკ ჰიუგსმა იუნაიტედი წინ გაიყვანა, საბოლოოდ კი რასელ ბიდსმორმა წერტილი დაუსვა მატჩს. "იუნაიტედის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჩემპიონებს აჯობეს და ოლდ ტრაფორდს ფანტასტიური ახალი წელი აჩუქეს, რომელიც მათ მუდამ დაამახსოვრდებთ" წერდა ინდეფენდენსის ჟურნალისტი დერეკ ჰოჯსონი.


02/01/1984: ლივერპული 1-1 მანჩესტერ იუნაიტედი
"ინგლისის დერბი", როგორც ამ მატჩს უწოდებენ, თითქმის არასდროს უცრუებს იმედებს მაყურებლებს. ავსტრალიერმა კრეიგ ჯონსტონმა პირველ ტაიმში მოახერხა ანგარიშის გახსნა. სიტუაცია უფრო დაიძაბა როდესაც კენი დალგლიში და კევინ მორანი ერთმანეთს შეეჯახნენ საჰაერო ორთაბრძოლის დროს. შოტლანდიელი იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, რადგან მას ძვალი ჰქონდა გატეხილი. ლივერპულის მწვრთნელს კი მოუწია დაეშოშმინებინა განრისხებული კაპიტანი გრიმი სუონესი. დაძაბულობა მატულობდა. მატჩის კულმინაცია იყო 88-ე წუთი, როდესაც ნორმან უაითსაიდმა შესანიშნავი გასროლით ერთი ქულა შესძინა დიდი რონის წითლებს.

03/01/1999: მანჩესტერ იუნაიტედი 3-1 მიდლსბრო
იანვარი ნიშნავს ერთ რამეს... FA თასის ფეხბურთს. ამ გათამაშებამ ბოლო წლებში დაკარგა ის ბრწყინვალება, რომელიც მას ჰქონდა ტრებლის სეზონის დროს. მიდლსბრო ძალიან ახლოს იყო ორ კვირაში ორჯერ დაემარცხებინა იუნაიტედი, როცა ენდი თოუნსენდმა ანგარიში გახსნა პირველ ტაიმში. თუმცა მეორე ტაიმში იუნაიტედის აფეთქებას მოყვა ის, რომ ჯერ ენდი კოულმა მოახერხა გათანაბრება, შემდეგ რაიან გიგზის სოლო რეიდი გოლით დასრულდა, საბოლოოდ კი დენის ირვინმა 11-მეტრიანი დარტყმით აიღო მიდლსბროს კარი და წითლები ფინალში გავიდნენ.


04/01/1998: ჩელსი 3-5 მანჩესტერ იუნაიტედი
77-ე წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, წითლები 5 გოლით ლიდერობდნენ და ახლოს იყვნენ სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის განადგურებასთან. დევიდ ბექჰემმა და ენდი კოულმა შემოგვთავაზეს მშვენიერი დუბლები, ტედი შერინგამმა კი თავური დარტყმით დააფიქსირა 0-5. თუმცა ლურჯებმა მაინც გაიბრძოლეს, ისინი ახლოს იყვნენ ქამბექთან, გრემი ლე სოქსის და ჯიანლუკა ვიალის (2) გოლებით, მათ სხვაობა მნიშვნელოვნად შეამცირეს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თამაშის შემდეგ სერ ალექსი ცდილობდა მხოლოდ პოზიტიურ მხარეზე ეფიქრა. "FA თასი ქმნის დიდი მოლოდინის გრძნობას" განაცხადა მან "აქ ფეხბურთელები თავიანთ ნამდვილ ხასიათს აჩვენებენ".

05/01/1895: ნიუტონ ჰითი 4-1 მანჩესტერ სიტი
მანჩესტერულმა დერბიმ დიდი გზა განვლო. 117 წლის წინ წითელი და ლურჯი მხარე ერთმანეთს უპირირსპირდებოდა მეორე დივიზიონში. ბენქ სტრიტზე 12000 მაყურებლის წინაშე გაიმართა რიგით მეორე მანჩესტერული დერბი. ის იგივე სცენარით განვითარდა როგორც პირველი. ჯონ კლერკის დუბლის შედეგად პირველ ტაიმში იუნაიტედი 2 გოლით წინ იყო. შემდეგ რობერტ დონალდსონმა და რიჩარდ სმიტმაც მოახერხეს გოლის გატანა. სტუმრების მხრიდან კი ერთადერთი გოლი გაიტანა ჯემი შარპლესმა მაკრატელა დარტყმით.


სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Tsuki
6 იანვარი 2013 15:44
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ Vodafone manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top