გონსალო იგუაინის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონია.
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედისგან" გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე მიღებულ შეთავაზებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ინგლისური კლუბი კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებულ გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.
იგუაინი, რომელიც ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს, ინგლისში გადასვლასთან არის დაკავშირებული.
27-წლის ფეხბურთელით "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან, თუმცა არა მარტო ისინი - ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მადრიდის "ატლეტიკოც" ჩაერთო.
არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო ანუ დაახლოებით 71 მილიონი ფუნტია და "ნაპოლის" პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ თანხის გადახდის გარეშე მისი კლუბის წამყვანი ფორვარდი გუნდს არ დატოვებს.
"იგუაინის მომავალი? თუ მოთამაშეს კონტრაქტი აქვს, ამ კონტრაქტს პატივი უნდა ვცეთ. თუ მყიდველი მოვა და მის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, მაშინ შეიძლება დავთანხმდეთ კიდეც. წინააღმდეგ შემთხვევაში პიპიტა (იგუაინი) ჩვენთან დარჩება". - განაცხადა "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
იგუაინი ნეაპოლურ გუნდს 2013 წელს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და კონტრაქტის მიხედვით კიდევ სამი წელი აკავშირებს "ნაპოლისთან".
2014/15 წლების სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 37 მატჩში გონსალომ 18 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში ვერ დაეხმარა.
წყარო:
M.E.N.